...

კროოსი: "მიხარია, რომ ბაიერნი დავტოვე"

მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი ტონი კროოსი "Sportbild-თან" საუბრისას მიუნხენურ გრანდში გატარებულ უკანასკნელ დღეებს იხსენებს, როდესაც "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ შეუთანხმდა.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა "რეკორდმაისტერი" 2014 წლის ზაფხულში დატოვა და მადრიდის "რეალში" გადაბარგდა, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს საყრდენად იქცა.

ტონის "სამეფო კლუბში" რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს და გუნდის ხერხემალია, ამიტომაც საკუთარი მდგომარეობით სრულიად კმაყოფილია.

"რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ფინანსურ საკითხებზე ვერ შევუთანხმდი. თუმცა სიმართლე გითხრათ, როდესაც სიტუაციას ვაკვირდები, მიხარია, რომ შეთანხმება არ შედგა.

როდესაც "ბაიერნში" თამაში დავიწყე, თავდაპირველად, ამ კლუბში დარჩენა მინდოდა. თუმცა საბოლოოდ გადამწყვეტი მხოლოდ ფინანსები არ ყოფილა, რადგან ჩვენი შეხედულებები სხვა რაღაცეებშიც არ დაემთხვა. ამ საუბრების შემდეგ კი მივედი იმ დასკვნამდე, რომ რაღაც ახალი მჭირდებოდა.

აქ გატარებული სამი წლის შემდეგ კი თამამად ვამბობ, რომ "რეალში" გადასვლა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო და ამ ნაბიჯით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ახლა ვფიქრობ, რომ საფეხბურთო კარიერა სწორედ მადრიდულ გრანდში დავასრულო", - აღნიშნავს 27 წლის გერმანელი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტონი კროოსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა