...

რობენი ჰოლანდიის ნაკრებს შეუერთდა

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა ვინგერმა, არიენ რობენმა, გუშინ დილით ზებენერ შტრასი დატოვა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.

2016/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ 33 წლის შემტევმა მხოლოდ რამდენიმე დღით დაისვენა და ეს კვირა მიუნხენში, "ბაიერნის" სავარჯიშო ბაზაზე, გაატარა, რათა სათამაშო ფორმა შეენარჩუნებინა.

გუშინ დილით, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, რობენი როტერდამში გაემგზავრა, სადაც მისი ეროვნული გუნდია შეკრებილი და კოტ'დიუვართან ამხანაგური მატჩისათვის ემზადება. ჰოლანდია აფრიკულ ნაკრებს როტერდამში 4 ივნისს უმასპინძლებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ნამდვილად არ ვვარჯიშობდი და ეს ძალიან დამეხმარა. ჩვენი მიზანი კი მხოლოდ გამარჯვებაა! საქმე მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ეხება!", - მოკლედ განმარტა არიენმა.

გუშინ ჰოლანდიის ნაკრებმა ერთი ამხანაგური თამაში უკვე ჩაატარა და სტუმრად მაროკო 2:1 დაამარცხა. 9 ივნისს კი "ნარინჯისფრები" 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ეგიდით იმავე როტერდამში ლუქსემბურგს მიიღებენ.

5 ტურის შემდეგ არიენ რობენის ეროვნული გუნდი A ჯგუფში 7 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს. წინ ბულგარეთი (9), შვედეთი (10) და საფრანგეთი (13) არიან.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა