...

იანკერმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, კარსტენ იანკერმა, სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

42 წლის გერმანელი ავსტრიის მეორე ლიგის კლუბის, "ჰორნის", თავკაცი გახდა. იანკერმა დამოუკიდებლად საფეხბურთო გუნდი პირველად ჩაიბარა და კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს.

იანკერმა საფეხბურთო კარიერა 2009 წელს დაასრულა და უკვე მომდევნო წლიდან დაიწყო სამწვრთნელო კურსების გავლა. ის ჯერ ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა, შემდეგ კი 2013-17 წლებში ვენის "რაპიდის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ამ სეზონში იანკერმა უეფას პროლიცენზია აიღო და ზაფხულიდან დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს, რაც მისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯია.

ცნობილი გერმანელი ფორვარდი "ბაიერნის" ღირსებას 1996-2002 წლებში იცავდა და "რეკორდმაისტერთან" ერთად 12 ტიტული მოიგო, მათ შორის 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი.

გარდა ამისა, იანკერმა გერმანიის ეროვნული გუნდის მაისურით 33 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარსტენ იანკერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა