...

რობენი: "რეალმა გუნდიდან წასვლა მთხოვა"

მიუნხენური გრანდის ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, "სამეფო კლუბიდან" წამოსვლის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "რეალის" ხელმძღვანელობამ მას წასვლა თხოვა.

ესპანურ გრანდში გატარებული ორი წლის (2007-09) შემდეგ არიენმა მადრიდი დატოვა და მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდა, რომლის ღირსებასაც უკვე 8 წელია იცავს და კლუბის ლეგენდად იქცა.

"მაშინ კლუბისგან ჩემზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ კლუბმა ახალ ფეხბურთელებში ძალიან ბევრი ფული დახარჯა, ამიტომ ჩემი გაყიდვა აუცილებელი იყო.

მაშინ "რეალმა" კაკა, ბენზემა, რონალდუ და ალონსო დაიმატა. მადრიდელებმა ამის შესახებ მამაჩემსაც მიმართეს თხოვნით. მე კი მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი.

საბოლოო ჯამში, მადრიდის "რეალისა" და მისი პრეზიდენტის ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ, რადგან მე "ბაიერნში" წავედი, ეს კი ყველაზე მაგარი რამ იყო, რაც ჩემს კარიერაში მოხდა", - განაცხადა რობენმა "Bild-თან" საუბრისას.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა