...

ადლერი: "ლამმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა, რენე ადლერმა, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტნის, ფილიპ ლამის, გადაწყვეტილება შეაფასა.

33 წლის ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა საფეხბურთო კარიერა 2016/17 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა და მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა, მაინც გაჩერება ამჯობინა.

ფილიპს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე ჰქონდა და ნაადრევი გაჩერების გამო გულშემატკივართა დიდი ნაწილი ცოტათი უკმაყოფილო დარჩა.

"ამ გადაწყვეტილებით ლამმა საკუთარი მიდგომა გამოავლინა. მან ეს ნაბიჯი ისეთი სიზუსტით გადადგა, როგორითაც საფეხბურთო მოედანზე მოქმედებდა.

პირადად მე მას სრულიად ვეთანხმები. ლამის ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ის წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა", - აღნიშნა 32 წლის გერმანელმა.

ლევერკუზენის "ბაიერისა" და "ჰამბურგის" ყოფილი კარის დარაჯი ფილიპ ლამს ეროვნული გუნდიდან იცნობს. რენეს "ბუნდესნაკრების" შემადგენლობაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის პირველი ნომერი იყო მანამ, სანამ სერიოზული ტრავმის გამო ადგილი მანუელ ნოიერმა არ წაართვა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რენე ადლერი ფილიპ ლამი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა