...

კიმიხმა გერმანიის ნაკრები მარცხს გადაარჩინა

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა კონფედერაციათა თასის წინ პირველი ტესტ-მატჩი ბრონდბიუში გამართა და დანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

იოახიმ ლიოვს რუსეთში გადახალისებული შემადგენლობა მიჰყავს, ამიტომ ბრონდბიუშიც ექსპრიმენტალური შემადგენლობით ითამაშა, რომელშიც ბევრი ახალწვეული იყო.

ძირითად შემადგენლობაში სამმა დებიუტანტმა დაიწყო: "პსჟ-ს" გოლკიპერმა კევინ ტრაპმა, "მ.ბორუსიას" შემტევმა ლარს შტინდლმა და "ჰოფენჰაიმის" ფორვარდმა სანდრო ვაგნერმა. სათადარიგო სკამიდან კი გერმანიის ნაკრების მაისური პირველად "აიაქსის" ტალანტმა ამინ იუნესმა, კევინ დემირბაიმ და მარვინ პლატენჰარდტმა მოირგეს.


შეხვედრა დანიის ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და პირველი მომენტიც სწორედ მასპინძლებმა შექმნეს. კრისტიან ერიკსენის ჩაწოდების შემდეგ იანიკ ვესტერგორმა თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ტრაპმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა და "ბუნდესნაკრები" გადაარჩინა. რამდენიმე წუთში მატიას გინტერმა და ანტონიო რუდიგერმა დაცვაში უყურადღებოდ ითამაშეს, ბურთი კრისტიან ერიკსენს ჩააბარეს, რომელმაც ჩინებული დარტყმით კევინს შანსები აღარ დაუტოვა - 1:0.

საწყისი 25 წუთის შემდეგ კი გერმანელებიც გააქტიურდნენ, ბურთი დაიჭირეს და გამწვავება დაიწყეს. ყველაზე აქტიური გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველი ლეონ გორეცკა იყო, რომელიც მეტოქის კარს შორიდან რამდენიმეჯერ დაემუქრა და ერთხელ ძალიან სახიფათოდაც, მაგრამ დანიელთა მეკარე რონოუმ ბწრყინვალედ იმოქმედა. მოგვიანებით შორიდან დრაქსლერმა და გინტერმაც გაისროლეს, მაგრამ უშედეგოდ.

მეორე ტაიმი დანიამ კვლავ აქტიურად დაიწყო და დებიუტში საოცარი მომენტი ჰქონდა. მარცხენა ფრთაზე დურმისიმ ჩინებულად ითამაშა, გორეცკა ერთი ადგილით მოსვა, ხოლო მისი ჩაწოდების შემდეგ პოულსენმა ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა, რითიც ტრაპმა ისარგებლა და ბურთის კარიდან გამოტანა მოასწრო. ამის შემდეგ უკვე ორი რეალური შანსი გერმანელებს ჰქონდათ. კუთხურიდან თავით ჯერ ნიკოლას ზიულემ, შემდეგ კი მატიას გინტერმა დაარტყა, მაგრამ ორივეჯერ რონოუმ ითამაშა შესანიშნავად.

საბოლოოდ კი გერმანიამ მიზანს მაინც მიაღწია. 88-ე წუთზე იონას ექტორის ჩაწოდების შემდეგ დანიელებმა ბურთი საჯარიმოდან ნორმალურად ვერ გამოიტანეს, იოზუა კიმიხმა კი აკრობატულ ნახტომში ულამაზესი ბურთი გაიტანა და "ბუნდესთიმი" მარცხისგან იხსნა. "ბაიერნის" 22 წლის ტალანტმა ეროვნული გუნდის რიგებში თავისი მეორე გოლი გაიტანა.


გერმანიამ საკმაოდ რთული ორთაბრძოლა გადაიტანა და ახლა 4 დღეში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით სან მარინოს უმასპინძლებს.

დანია 1:1 გერმანია

გოლები: 1:0 - ერიკსენი (18'), 1:1 - კიმიხი (88').

დანია: რონოუ - ლარსენი, კრისტენსენი (მ.იორგენსენი 46'), ვესტერგორი, დურმისი (სიორენსენი 65') - დელაინი, კვისტი (შიონი 46') - იუსუფ პოულსენი (ვიბე 76'), ერიკსენი (ლერაგერი 65'), ბრეითვაითი - ნ.იორგენსენი (დოლბერგი 76').

გერმანია: ტრაპი - კიმიხი, ზიულე, რუდიგერი, გინტერი (იუნესი 66'), ექტორი (პლატენჰარდტი 89') - გორეცკა (დემირბაი 77'), რუდი (ჩანი 59') - დრაქსლერი - შტინდლი, ვაგნერი (ბრანდტი 67').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები იოზუა კიმიხი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა