...

ლიოვმა საბოლოო განაცხადი წარადგინა

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, კონფედერაციათა თასისათვის საბოლოო განაცხადი წარადგინა.

მაისის ბოლოს "ბუნდესნაკრების" 23 კაციანი სია გახდა ცნობილი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი მოთამაშე ამოვარდა - ლეროი სანე ტურნირს დაზიანების გამო გამოტოვებს.

სხვა მხრივ კი ყველაფერი უცვლელია. ლიოვმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა, ამიტომაც რუსეთში მიუნხენის "ბაიერნის" მხოლოდ ერთი მოთამაშე იასპარეზებს - იოზუა კიმიხი.

მეკარეები: ბერნდ ლენო ("ბაიერი"), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა"), კევინ ტრაპი ("პსჟ").

მცველები: ბენჟამინ ჰენრიხსი ("ბაიერი"), იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ანტონიო რუდიგერი ("რომა"), შკოდრან მუსტაფი ("არსენალი"), მატიას გინტერი ("დ.ბორუსია"), ნიკოლას ზიულე ("ჰოფენჰაიმი"), იონას ექტორი ("კიოლნი"), მარვინ პლატენჰარდტი ("ჰერტა").

ნახევარმცველები: სებასტიან რუდი ("ჰოფენჰაიმი"), დიეგო დემე ("ლაიფციგი"), კევინ დემირბაი ("ჰოფენჰაიმი"), ემრე ჩანი ("ლივერპული"), ლეონ გორეცკა ("შალკე"), იულიან ბრანდტი ("ბაიერი"), იულიან დრაქსლერი ("პსჟ"), ლარს შტინდლი ("მ.ბორუსია"), ამინ იუნესი ("აიაქსი").

თავდამსხმელები: სანდრო ვაგნერი ("ჰოფენჰაიმი"), ტიმო ვერნერი ("ლაიფციგი").

კონფედერაციათა თასი 17 ივნისს აიღებს სტარტს და ტურნირი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ექვსი კონტინენტის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონი და მასპინძელი ღებულობს. საწყის ეტაპზე ორი ოთხგუნდიანი ჯგუფია შეკრული, საიდანაც ორ-ორი ეროვნული გუნდი ბრძოლას ნახევარფინალურ ეტაპზე გააგრძელებს.

გერმანიის ეროვნული ნაკრები, როგორც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, B ჯგუფში კამერუნის, ჩილესა და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს "ბუნდესთიმი" 19 ივნისს სოჩაში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა