...

ბაიერნი მზად არის ბოატენგი გაყიდოს

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, შესაძლოა კარიერა ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში გააგრძელოს.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ ინგლისის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე 28 წლის გერმანელით სერიოზულად ინტერესდება, რასაც "რეკორდმაისტერის" ფინანსური გეგმებიც ემატება.

როგორც ჩანს, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა მზად არის გაყიდოს ბოატენგი იმ შემთხვევაში თუ ლონდონელები მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ბოატენგმა, რომელიც ბოლო წლებში ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად იქცა, გასული სეზონი ტრავმების გამო ჩააგდო და ძირითადში ადგილიც დაკარგა. ის ხავი მარტინესმა ჩაანაცვლა.

ახალი სეზონიდან კი "ბაიერნს" 21 წლის უნიჭიერესი გერმანელი მცველი ნიკოლას ზიულე შეუერთდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, ჟერომი გუნდიდან მართლაც წავიდეს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჟერომ ბოატენგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა