...

ბაიერნი ალექსისს კოლოსალურ თანხას სთავაზობს

მიუნხენური გრანდი ლონდონის "არსენალის" ვინგერის, ალექსის სანჩესის, გადასაბირებლად ყველაფრისთვის მზად არის.

"ბაიერნი" ჩილეს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერით უკვე დიდი ხანია ინტერესდება და 28 წლის სამხრეთ ამერიკელი "რეკორდმაისტერის" პირველი სამიზნეა ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ მიუნხენური კლუბი მზად არის ალექსისს კოლოსალური პირობები შესთავაზოს - 25 მილიონი ევრო წელიწადში.

თუ ყველაფერი გამოვა და ჩილელი 1 სეზონში მართლაც ამდენს გამოიმუშავებს, მაშინ ის "ბაიერნის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, თანაც საკმაოდ დიდი უპირატესობით, რადგან ახლა ყველაზე დიდი ხელფასი (16 მილიონი ევრო წელიწადში) რობერტ ლევანდოვსკის აქვს.

სანჩესის ამჟამინდელი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და თავად ჩილელი "არსენალში" დარჩენით დიდად არ ინტერესდება, მაგრამ არსენ ვენგერს სჯერა, რომ ალექსისი დარჩება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ალექსის სანჩესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა