...

ჰაინკესი: "კროოსს შეუძლია, რომ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს"

მიუნხენური გრანდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა, მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი ტონი კროოსი შეაქო.

გერმანიის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ "სამეფო კლუბთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო, რითიც საკუთარი სახელი ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა.

გარდა ამისა, ტონიმ ჩემპიონთა ლიგა 2013 წელს "ბაიერნის" შემადგენლობაშიც მოიგო, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა ანუ მოიგო თითქმის ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეეძლო.

"27 წლის ასაკში ტონიმ ჩემპიონთა ლიგის ტიტული სამჯერ მოიგო, "ბაიერნთან" ერთად ტრებლი გაიფორმა და აგრეთვე, გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ახლა მას შეუძლია, რომ უბრალოდ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს.

ტონი სტრატეგოსია. "რეალში" ის უკეთესი მოთამაშე გახდა. კროოსი თამაშობს ისე, როგორც ყველა მწვრთნელს უნდა, რომ მისმა შეგირდებმა ითამაშონ", - აღნიშნა იუპმა.

ჰაინკესი ტონი კროოსს ძალიან კარგად იცნობს და მის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ტონიმ სახელი 2009/10 წლების სეზონში, ლევერკუზენის "ბაიერში" იჯარის წესით ყოფნის დროს, გაითქვა და მაშინ "ფარმაცეპტებს" სწორედ ჰაინკესი ავარჯიშებდა.

მოგვიანებით, 2011-2013 წლებში, იუპი ტონისთან ერთად უკვე მიუნხენურ გრანდში მუშაობდა. მადრიდულ გრანდს კი კროოსმა 2014 წლის ზაფხულში მიაშურა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იუპ ჰაინკესი ტონი კროოსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Warchief
Warchief | 12 ივნისი 2017 03:57
ამის გაშვება იქნებოდა ? :(
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა