...

გერმანიამ სან მარინო გაანადგურა

გუშინ საღამოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გერმანიის ნარკებმა ნიურნბერგში სან მარინოს უმასპინძლა და აუტსაიდერი უშანსოდ გაანადგურა - 7:0.

"ბუნდესთიმის" გადახალისებულმა შემადგენლობამ აქტიურად დაიწყო და ანგარიში უკვე მე-11 წუთზე გაიხსნა. საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად ბურთი იულიან დრაქსლერს მიუვიდა, რომელმაც ჩინებული დარტყმით პირველი ბურთი გაიტანა. 5 წუთში იოზუა კიმიხის შესანიშნავი პასით სანდრო ვაგნერმა თავისი პირველი ბურთი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით. დაახლოებით ათ წუთში "ჰოფენჰაიმის" ფორვარდმა დუბლიც გაიფორმა. კიმიხმა სტანდარტი სწრაფად გაითამაშა და ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, სადაც ექტორმა დაამუშავა და ცარიელ კართან დაუგორა ვაგნერს. ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გამანადგურებელი გახადა.


პირველი ტაიმის ბოლოს თავისი პირველი გოლი გერმანიის ნარკებში ამინ იუნესმაც გაიტანა. კუთხურის შემდეგ სან მარინოს საჯარიმოში დიდი არეულობა შეიქმნა, მეკარე შეცდა და იუნესმა ბურთი ცარიელ კარში მარტივად გადაგზავნა. ჩანის კარგი პასის შემდეგ ვაგნერს ჰეთ-თრიქის გაფორმება პირველივე ნახევარში შეეძლო, მაგრამ ბურთ ხარიხას გაარტყა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე დრაქსლერმა კუთხური მოაწოდა, მორიგი არეულობა, რომლითაც ამჯერად შკოდრან მუსტაფიმ ისარგებლა და თავი გამოიჩინა. გერმანელებმა ცოტათი დაისვენეს და მორიგი გოლი 72-ე წუთზე გაიტანეს. კიმიხის მორიგ კარგ ჩაწოდებას ამჯერად იულიან ბრანდტი გამოეხმაურა და მანაც გახსნა საკუთარი ანგარიში ეროვნულ გუნდში. 4 წუთში თამაშში "ლაიფციგის" საყრდენი ნახევარმცველი დიეგო დემე ჩაერთო, რომელმაც "ბუნდესთიმის" მაისური კარიერაში პირველად მოირგო.


შეხვედრის 85-ე წუთზე კი კიმიხმა მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო სანდრო ვაგნერმა მესამე ბურთი გაიტანა. საბოლოოდ, 7:0 და იოახიმ ლიოვის გუნდს 6 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს აქტივში, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.

გერმანიის ნაკრებმა სან მარინო უპრობლემოდ დაამარცხა, სამმა მოთამაშემ ეროვნულ გუნდში თავიანთი პირველი გოლი გაიტანა, დიეგო დემეს დებიუტი შედგა, ხოლო იოზუა კიმიხმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

რამდენიმე დღეში "ბუნდესნაკრები" უკვე რუსეთში გაემგზავრება და 19 ივნისს კონფედერაციათა თასის გათამაშებაში ჩაერთვება. პირველ ტურში გერმანია ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გერმანია 7:0 სან მარინო

გოლები: 1:0 - დრაქსლერი (11'), 2:0 - ვაგნერი (16'), 3:0 - ვაგნერი (29'), 4:0 - იუნესი (38'), 5:0 - მუსტაფი (47'), 6:0 - ბრანდტი (72'), 7:0 - ვაგნერი (85').
გაფრთხილება: ბონინი (56'), ჩერვილინი (63'), მაცა (66').

გერმანია: ტერ შტეგენი - კიმიხი, მუსტაფი, ექტორი (პლატენჰარდტი 55') - ჩანი - ბრანდტი, გორეცკა, დრაქსლერი (დემე 76'), იუნესი - შტინდლი (ტიმო ვერნერი 55'), ვაგნერი.

სან მარინო: ბენედეტინი - ბონინი, დელა ვალი, ბიორდი, ჩეზარინი (ბროლი 87') - გოლინუჩი, მაცა (ბერნარდი 69'), ჩერველინი, ზაფერანი, პალაცი - რინალდი (ჰირში 78').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები იოზუა კიმიხი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა