...

ლიოვი: "კონფედერაციათა თასი ახალგაზრდებისთვის კარგი გამოცდილება იქნება"

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მიიჩნევს, რომ სან მარინოსთან გამარჯვებას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ხოლო წინ არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა გერმანელ ტალანტებს მშვენიერ გამოცდილებას მისცემს.

გუშინ საღამოს ნიურნბერგში "ბუნდესნაკრებმა" სან მარინოს ეროვნული გუნდი მიიღო და 7:0 გაანადგურა. გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 გამარჯვება დააგროვა, ახლა კი უშუალოდ კონფედერაციათა თასისთვის დაიწყებს მზადებას.

"ეს უბრალოდ ტესტი იყო ჩვენთვის, რადგან სან მარინო არ იმყოფება ჩვენი ეროვნული გუნდის დონეზე. ამ საღამოს ძალიან ბევრი რამ გამოგვივიდა, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით.

კონფედერაციათა თასი გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის კარგი გამოცდილება იქნება", - აცხადებს ლიოვი.

იოახიმ ლიოვმა ამ ტურნირისათვის ლიდერები დაასვენა და რუსეთში გადახალისებული შემადგენლობით მიემგზავრება. განაცხადს მიღმა მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, ტონი კროოსი, თომას მიულერი, მესუტ იოზილი, მარიო გომესი და სხვა გამორჩეული მოთამაშეები დარჩნენ, რათა მათ დასვენების საშუალება ჰქონდეთ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა