...

რობენი: "ჩემი კარიერის დასასრული მოახლოვდა"

მიუნხენური გრანდის ლეგენდარული ლეგიონერი არიენ რობენი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა.

33 წლის ჰოლანდიელმა 2016/17 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, მისი კონტრაქტი კი "ბაიერნთან" 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში და სავარაუდოდ, ის უმაღლეს დონეზე კიდევ ერთ სეზონს აუცილებლად ჩაატარებს.

"ახლა დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. მსგავსი აზრები უფრო და უფრო ხშირად მაწუხებს, რაც იმის ნიშანია, რომ ჩემი კარიერის დასასრული მოახლოვდა.

არ ვიცი რა მოხდება 2018 წელს და დავიცავ თუ არა ჰოლანდიის ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე. მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რაც კონკრეტულ მომენტში ხდება.

კარიერის დასრულების შემდეგ ვგეგმავ, რომ გავერთო და მინიმუმ ნახევარი წელიწადი ფეხბურთისგან შორს გავატარო. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩემს მშობლიურ "გრონინგენს" აუცილებლად დავუბრუნდები. იქ კლუბის ხელმძღვანელობასთან კვლავ ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. თუმცა შესაძლოა სხვა ადგილზეც ვიმუშავო", - აცხადებს არიენ რობენი.

ჯერჯერობით "მფრინავ ჰოლანდიელს" ასაკი სულაც არ ეტყობა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში მან 26 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც დიდებული მაჩვენებელია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა