...

მათეუსი: "კიმიხი ტიპიური ცენტრალური ნახევარმცველია"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, კონფედერაციათა თასის გათამაშებასა და გერმანიის ეროვნული გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისტერ მათეუს, რას ელით გერმანიის ეროვნული გუნდისგან კონფედერაციათა თასზე?

"ვფიქრობ, გერმანია ტურნირზე ფავორიტის რანგში არ მიდის. ეროვნულ გუნდში ბევრია ისეთი მოთამაშე, რომლებიც საერთაშორისო დონეზე პირველად იასპარეზებენ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჯგუფურ ეტაპზე გადალახავენ. გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეებიც საკმაოდ მაღალი დონის არიან."

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ბევრმა გააკრიტიკა. თქვენი აზრით მსოფლიო ჩემპიონები საუკეთესო გუნდით არ უნდა წასულიყვნენ?

"მე პირადად იოგი ლიოვის, რომელმაც გადაღლილი ლიდერებისათვის შვებულების მიცემა გადაწყვიტა, აბსოლუტურად მესმის. მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატია და არა კონფედერაციათა თასი. ამავდროულად, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ტურნირზე დააკვირდეს ბევრ ახალგაზრდა ტალანტს, რომლებიც შესაძლოა უკვე მუნდიალზე გამოიყენოს. კონფედერაციათა თასი ლიოვს 2018 წლის მუნდიალისათვის ძლიერი შემადგენლობის შერჩევაში დაეხმარება. ახალგაზრდა ტალანტებისათვის ეს მშვენიერი შესაძლებლობა იქნება თავის წარმოსაჩენად."

ვინ მოგეწონათ ყველაზე მეტად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში?

"ბოლო ორი თამაში, დანიისა და სან მარინოს წინააღმდეგ, მხედველობაში სერიოზულად არ უნდა ვიქონიოთ. დანიასთან თამაში იყო უბრალოდ ტესტი ერთი ვარჯიშის შემდეგ, სან მარინო კი მხოლოდ ვარჯიში იყო და მეტი არაფერი. მსოფლიო ჩემპიონატისათვის იოახიმ ლიოვს ალბათ უკვე აქვს რამდენიმე ადგილი დაკავებული, მაგრამ არის პოზიციები, რომლებიც ჯერ კიდევ შესავსებია."

რას ფიქრობთ სანდრო ვაგნერზე?

"სანდრო ვაგნერმა ბოლო ორი სეზონი დიდებულად ჩაატარა. "დარმშტადტში" ის ტიპიური ცენტრფორვარდი იყო, რომელსაც ბევრი გოლი გაჰქონდა. "ჰოფენჰაიმში" მისი სათამაშო სტილი შეიცვალა და სანდრო უფრო სრულყოფილი თავდამსხმელი გახდა."

როგორც წესი, ლიოვს არ მოსწონს ტიპიური ფორვარდები. თუმცა 2014 წელს კლოზე და 2016 წელს გომესი გამონაკლისები იყვნენ. აქვს ვაგნერს პერსპექტივა ეროვნულ ნაკრებში?

"ვაგნერი გუნდური თამაშის მონაწილეა, რომელიც მეტოქეს მუდმივად არაკომფორტულ სიტუაციაში აგდებს. იულიან ნაგელსმანმა "ჰოფენჰაიმში" იგი პირველადი კლასის შემტევად აქცია. ვფიქრობ, ლიოვს გომესისა და ვაგნერის ერთდროულად გამოძახებაც შეუძლია, რადგან გოლების გატანა ორივეს კარგად გამოსდის. გარდა ამისა, ორივე დაამტკიცა, რომ გუნდური მოთამაშეა. ასე, რომ ჩემი აზრით, მუნდიალზე ორივეს წაყვანა ჩვეულებრივი მომენტი იქნება."

29 წლის ვაგნერი გუნდში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. ახალგაზრდებიდან კი ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა დრაქსლერმა, მუსტაფიმ და კიმიხმა უნდა აიღონ. ხედავთ მათ ამ როლში?

"ეს ამ მოთამაშეების განვითარებისათვის კარგი იქნება. ისინი ლიდერობასა და საკუთარი თავის წინა პლანზე წარმოჩენას ისწავლიან. ადრე თუ გვიან, ახალგაზრდა ფეხბურთელს ყოველთვის უწევს საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება და ის ამისათვის მზად უნდა იყოს. დრაქსლერი, მუსტაფი და განსაკუთრებით კიმიხი ჩემი აზრით მზად არიან აიღონ საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა."

კიმიხმა გასული სეზონის დიდი ნაწილი ძირითადად "ბაიერნის" სათადარიგო სკამზე გაატარა.

"დიახ, მაგრამ რამდენიც მოედანზე შევიდა, იმდენი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა საქმეს. ის ითხოვს ბურთს, ანაწილებს მას და თამაშის ტემპს ამაღლებს. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩანდა, რომ კიმიხი მოედანზე ძალიან აქტიური ფიგურა იყო, რომელიც ყოველთვის ახალისებდა თამაშს. სწორედ ამიტომ არის იოზუასთვის იდეალური ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია, მაგრამ იგი უნივერსალია."

კონფედერაციათა თასზე მას სანჩესის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. შემდეგ შესაძლოა რონალდუს პირისპირაც დადგეს. ჩილე თუ პორტუგალია - რომელი გუნდი უფრო ძლიერია?

"ფავორიტებად სწორედ ამ გუნდებს ვხედავ, შემდეგ კი გერმანიის ნაკრები და მექსიკა მოდიან. მექსიკელებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, ამიტომ მათი არდაფასება არ შეიძლება. გამოცდილებისა და სახელების გათვალისწინებით, ორი მთავარი ფავორიტი ალბათ უფრო ჩილე და პორტუგალია არიან. მასპინძელი რუსეთისთვის კი მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა