...

პრევიუ: ავსტრალია - გერმანია

ავსტრალია - გერმანია

ჩემპიონატი: კონფედერაციათა თასი, ჯგუფური ეტაპის I ტური
თარიღი: 19 ივნისი, 19:00 საათი
სტადიონი: ფიშტის ოლიმპიური სტადიონი, სოჭი
მთავარი მსაჯი: მარკ გეიგერი (ამერიკა)
პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


ავსტრალიის ეროვნული ნაკრები ძალიან მებრძოლი სულისკვეთების მქონე გუნდია, რომლისგანაც ყოველთვის უნდ ელოდო სიურპრიზებს. ავსტრალიელები მსოფლიო ჩემპიონატებზე ყოველთვის ღირსეულად გამოდიან, ახლა კი თავს კონფედერაციათა თასზეც გამოცდიან. ავსტრალია უკვე აზიის კონტინენტზე ასპარეზობს და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტ სირთულეებს წააწყდა. შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ანგე პოსტეკოგლუს გუნდი 16 ქულით მესამე პოზიციაზეა. ამდენივე აქვს საუდის არაბეთს, ხოლო პირველი 17 ქულით იაპონიის ნაკრებია. რუსეთში პირდაპირ საგზურს პირველი ორი ნაკრები მოიპოვებს, მესამე ადგილოსანი კი საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის. 8 ივნისს ავსტრალიის ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და უშუალო კონკურენტი საუდის არაბეთი დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ამის შემდეგ "ყვითლებმა" ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და მელბურნში 0:4 განადგურდნენ. ანგე პოსტეკოგლუ ერონვულ გუნდს 2013 წლიდან ავარჯიშებს და საკმაოდ ორგანიზებული, სიმპათიური კოლექტივი ჰყავს, რომელმაც 2014 წლის მუნდიალზე მშვენიერი ფეხბურთი აჩვენა. ავსტრალიური ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი და ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტიმ კეჰილი უკვე 37 წლის არის და ძირითადში ადგილი დაკარგა, მაგრამ აზიის ჩემპიონებს მეტიუ ლეკის სახით ახალი წამყვანი მოთამაშე ჰყავთ. ავსტრალიის ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერია, მაგრამ ძალიან მებრძოლი გუნდია და არაფერს დათმობს. ტურნირის წინ ანგე პოსტეკოგლუს წამყვანი საყრდენი ნახევარმცველი მაილ იედინაკი გამოაკლდა, მაგრამ დარჩენილი მოთამაშეებიდან ყველა მწყობრშია.


გერმანიის ეროვნული ნაკრები კონფედერაციათა თასზე ექსპერიმენტალური შემადგენლობით წავიდა. იოახიმ ლიოვმა რუსეთში მხოლოდ სამი მსოფლიო ჩემპიონი წაიყვანა: შკოდრან მუსტაფი, მატიას გინტერი და "ბუნდესთიმის" ახალი კაპიტანი იულიან დრაქსლერი, რომელმაც მანუელ ნოიერის სამკლაური დროებით ჩაიბარა. ლიოვმა ყველა ლიდერი დაასვენა და აღნიშნა, რომ ის თითოეულ ახალგაზრდა ტალანტს მისცემს შანსს, რათა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის საუკეთესო შემადგენლობა შეარჩიოს. დანიასთან ამხანაგურ და სან მარინოსთან მუნდიალის შესარჩევი ეტაპის თამაშებში გერმანიის ეროვნულ გუნდში ერთბაშად 7 ფეხბურთელის დებიუტი შედგა: კევინ ტრაპის, მარვინ პლატენჰარდტის, დიეგო დემეს, ამინ იუნესის, კერემ დემირბაის, ლარს შტინდლისა და სანდრო ვაგნერის. "ბუნდესნაკრებმა" სან მარინო 7:0 გაანადგურა და ვაგნერმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს თამაში ბევრს არაფერს ნიშნავს. გერმანელი ტალანტებისათვის მთავარი პერიოდი სწორედ ახლა იწყება. ლიოვმა აღნიშნა, რომ ის მზად არის მუდმივი როტაციისათვის, ამიტომ გერმანიის სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა ძალიან რთული იქნება. მსოფლიო ჩემპიონების შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ იოახიმს დიდი არჩევანი აქვს. თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებიც ალბათ რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან, მათ შორის კი მიუნხენის "ბაიერნის" ტალანტი იოზუა კიმიხიც უნდა იყოს. უშუალოდ ტურნირის წინ გერმანიის ეროვნულ გუნდს ლეროი სანე გამოაკლდა, დანარჩენები კი იდეალურ ფორმაში არიან და ეცდებიან, რომ თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ.

ავსტრალიის ნაკრები მართლაც მებრძოლი გუნდია, მაგრამ გერმანიის ეროვნული ნაკრები, გადახალისებული შემადგენლობითაც, უფრო ძლიერი და უფრო მაღალი კლასის გუნდია, რომელიც მხოლოდ მოსაგებად გავა მოედანზე.

სავარაუდო შემადგენლობები

ავსტრალია: რაიანი - მილიგანი, რაითი, დეგენეკი, სანსბერი, ირვინი - მოი, ბეჰიჩი - ლეკი, იურიჩი, როგიჩი.

გერმანია: ლენო - კიმიხი, გინტერი, რუდიგერი, ექტორი - ჩანი, გორეცკა - ბრანდტი, შტინდლი, დრაქსლერი - ვაგნერი.

საინტერესო ფაქტები

  • გერმანიის ეროვნული ნაკრები ავსტრალიას პირველად სწორედ კონფედერაციათა თასის გათამაშებაში შეხვდა. ეს 2005 წელს მოხდა, როდესაც მასპინძელმა "ბუნდესთიმმა" ავსტრალია ფრანკფურტში, საოცრად სანახაობრივ და დაძაბულ ბრძოლაში, 4:3 დაამარცხა.

  • აღსანიშნავია, რომ იმ დროინდელი გუნდების შემადგენლობებიდან მხოლოდ ლეგენდარული ავსტრალიელი ფორვარდი ტიმ კეჰილი შემორჩა, რომელმაც 2005 წელს ძირითადში დაიწყო.

  • მას შემდეგ გერმანია ავსტრალიის ეროვნულ გუნდს 2010 წლის მუნდიალზე შეხვდა და 4:0 გაანადგურა. 

  • თუმცა ბოლო ორი ურთიერთშეხვედრიდან, რომლებიც ამხანაგური იყო, ერთი ავსტრალიამ მოიგო (2011 წელს მიუნხენგლადბახში სენსაციურად 2:1 სტუმრებმა იმარჯვეს), ხოლო ერთიც ფრედ 2:2 დასრულდა. 

  • გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 10 თამაში ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო და 2 ფრედ დასრულდა. ოფიციალურ მატჩებში კი "ბუნდესნაკრებს" 100%-იანი შედეგი აქვს - 6 მოგება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში).

  • ავსტრალიის ეროვნულ გუნდს კი ოფიციალური თამაში 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია. მაშინ ანგე პოსტეკოგლუს გუნდი მუნდიალის შესარჩევ ციკლში იორდანიამ 2:1 დაამარცხა. 

  • ავსტრალიელები მეოთხე კონფედერაციათა თასზე იღებენ მონაწილეობას და აღსანიშნავია, რომ სადებიუტო გათამაშებაზე ფინალშიც კი გავიდნენ. 1997 წელს ფინალში გასული ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონმა ბრაზილიამ 6:0 გააცამტვერა. 2001 წელს ავსტრალია ფლეი-ოფში კვლავ გავიდა, მაგრამ 2005 წელს უკვე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

  • გერმანიის ნაკრები კი კონფედერაციათა თასზე მხოლოდ მესამედ ითამაშებს და პირველად მსოფლიო ჩემპიონის რანგში. 1999 წელს "ბუნდესთიმი", როგორც ევროპის ჩემპიონი, ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2005 წელს ფლეი-ოფში გააღწია, სადაც ბრაზილიასთან წააგო (2:3).

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები

ანგე პოსტეკოგლუ: ​"არ გვინდა, რომ ახლაც იგივე განმეორდეს, რაც ბრაზილიაში მოხდა. მუნდიალზე ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ, საკუთარი თავი წარმოვაჩინეთ, მაგრამ საბოლოოდ ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ყოველი თამაში განვითარების შანსი იქნება. მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ თამაშზე უკეთესი ტესტი კი უბრალოდ არ არსებობს.

ჩვენ დამალვას არ ვაპირებთ. მოედანზე გავალთ და საკუთარი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით. გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო ქვეყანაა და მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობა იქნება.​​​"

იოახიმ ლიოვი: ​"კონფედერაციათა თასი ჩვენთვის საჩუქარია. ეს არის შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის, რათა განვითარდნენ. ამ ტურნირზე გვექნება შესაძლებლობა, რომ განსხვავებული ტაქტიკები გამოვცადოთ.

მოთამაშეებმა ვარჯიშებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ისინი ფორმაში არიან და მზად არიან საბრძოლველად. მაღალი კონკურენცია კარგი რამ არის. ჩვენი მიზანი კი თითოეული მოთამაშის პროგრესირებაა. შემადგენლობაში ძალიან ბევრი ტალანტი გვყავს.​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა