...

გერმანიამ კონფედერაციათა თასი გამარჯვებით დაიწყო

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა კონფედერაციათა თასის გათამაშება ცოტათი მძიმედ დაიწყო და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ავსტრალია 3:2 დაამარცხა სანახაობრივ ორთაბრძოლაში.

ავსტრალიის ნაკრებმა აქტიურად დაწყება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბურთი თავიდანვე დაიჭირა და სწრაფი გოლიც გაიტანა. იულიან ბრანდტი მარჯვენა ფლანგიდან თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და ცენტრისკენ აბსოლუტურად მარტო დარჩენილ ლარს შტინდლს დაუგორა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი მეტოქის კარში მოათავსა - 1:0! "ბუნდესნაკრებმა" ომახიანად დაიწყო. იოახიმ ლიოვის გუნდმა ტერიტორიული უპირატესობა დააწესა და მეტოქეს არაფრის საშუალებას არ აძლევდა. გერმანელებიც დიდად თავს არ იკლავდნენ, ყველაზე აქტიური მარჯვენა ფრთიდან იულიან ბრანდტი იყო, რომელიც გორეცკას შესანიშნავი პასის შემდეგ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ფეხი დაუცდა და საბოლოოდ მხოლოდ კუთხურს დასჯერდა. მანამდე თავის გამოჩენა სანდრო ვაგნერსაც შეეძლო, მაგრამ მისი თავური კარს ცოტათი ასცდა. იმავე ვაგნერს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ სანტიმეტრები დააკლდა.


გერმანელები დამაჯერებლად ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ცოტათი მოდუნდნენ და ამის გამო დაისაჯნენ. ფლანგზე ბურთის უაზროდ დაკარგვის შემდეგ როგიჩმა შორიდან გაისროლა და მუსტაფის მოარტყა, მაგრამ დამატებაზეც მას მიუვიდა ბურთი და მეორე ცდით ბერნდ ლენოს შანსი არ დაუტოვა - 1:1! როგიჩის დარტყმა ძალიან ძლიერი გამოდგა, ამიტომ გერმანიის ნაკრების გოლკიპერმა რეაგირება ვერ მოასწრო. ამის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონები კვლავ ჩაირთნენ და კარგი კომბინაცია გაითამაშეს. გორეცკამ შტინდლს დაუგორა, რომელმაც ლეონს საჯარიმოში ჩინებულად შეუყოლა, იქ კი გერმანელთა მე-8 ნომერი ავსტრალიელებმა წააქციეს და პენალტი დაინიშნა. ბურთთან კაპიტანი იულიან დრაქსლერი მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და "ბუნდესთიმს" პირველი ტაიმი 2:1 მოაგებინა.

გერმანიის ნაკრებმა მეორე ნახევარშიც სწრაფი გოლი გაიტანა. კიმიხმა წინ ჩინებული პასი გააკეთა და ლეონ გორეცკამ იოზუას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. თუმცად 7-8 წუთში ავსტრალიელებმა სხვაობა შეამცირეს. მუიმ საჯარიმოდან ბურთი ცოცხალ კედელს მოარტყა, დამატებაზე როგიჩმა გაისროლა და ბურთი ლენოს მიუვიდა, რომელმაც მიუტევებლი შეცდომა დაუშვა. ბერნდმა დაჭერილი ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და პირდაპირ ტომი იურიჩს დაუგდო, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო და ავსტრალიის ნაკრები თამაშში დააბრუნა.


ამის შემდეგ უფრო საინტერესო და გახსნილი თამაში წავიდა. იოახიმ ლიოვმა მოედანზე ნიკოლას ზიულე გაიყვანა და სქემა 5-2-3-ზე გადააწყო, რამაც დიდად ვერაფერი შეცვალა. "ბუნდესნაკრები" კვლავ არადამაჯერებლად მოქმედებდა და დაცვაში შეცდომებს უშვებდა. ტიმო ვერნერის გამოსვლამ გერმანელების თამაში ცოტათი გამოაცოცხლა და მას ერთი რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, როდესაც ბურთი ძელს მოარტყა. თავის მხრივ, ავსტრალიელებსაც ჰქონდათ შანსები, მაგრამ საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონებმა პირველი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

მიუნხენელების თამაში

იოზუა კიმიხი - მიუნხენის "ბაიერნის" 22 წლის უკანა ხაზელმა ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ "ბუნდესთიმის" მაისურით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში ჩაატარა. პირველ ტაიმში იოზუამ რამდენიმე პოზიციური შეცდომა დაუშვა და შეტევაში საერთოდ არ ჩანდა. კიმიხი, რომელიც საკმაოდ აგრესიული და კარგი ჩაწოდების მქონე განაპირა მცველია, პირველ ნახევარში უჩვეულოდ პასიური იყო. მეორე ტაიმში მისი პირველივე წინ წასვლა ჩინებული საგოლე პასით დააგვირგვინა, მაგრამ ეს იყო და ეს. ამ საგოლე გადაცემის გარდა კიმიხს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ხოლო დაცვაში შეცდომები მეორე ნახევარშიც დაუშვა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან ბურთი უწყინარუ სიტუაციაში დაკარგა და კინაღამ პენალტი აიკიდა, მაგრამ მსაჯმა სერიოზული კონტაქტი ვერ დაინახა. იოზუასთვის დღევანდელი თამაში წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა.

სებასტიან რუდი - მიუნხენური გრანდის მომავალმა საყრდენმა ნახევარმცველმაც არადამაჯერებელი მატჩი ჩაატარა და ბურთი რამდენიმეჯერ უაზროდ დაკარგა. სამაგიეროდ, რუდიმ არაერთი კარგი გრძელი პასი გააკეთა და საერთო ჯამში, ნორმალური შეხვედრა გამოუვიდა. იმის გათვალისწინებით, რომ რუდის საერთაშორისო გამოცდილება თითქმის არ აქვს, ავსტრალიასთან ნაჩვენები თამაში მაინც დამაკმაყოფილებელი იყო. თუმცა სებასტიანს გაცილებით მეტი შეუძლია და ეს მისი საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ყოფილა.

რაც შეეხება ნიკოლას ზიულეს, მან მოედანზე მხოლოდ 25 წუთი დაჰყო და ბევრი საქმე არც ჰქონია.

ზოგადად გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება იულიან ბრანდტმა, ლარს შტინდლმა და იულიან დრაქსლერმა დატოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ "ბუნდეთიმის" კაპიტანი დასახელდა. მეორე ტაიმში ტიმო ვერნერიც მშვენივრად ჩაერთო თამაშში და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე სანდრო ვაგნერი.

ავსტრალია 2:3 გერმანია

გოლები: 0:1 - შტინდლი (5'), 1:1 - როგიჩი (41'), 1:2 - დრაქსლერი (44' პენ.), 1:3 - გორეცკა (48'), 2:3 - იურიჩი (56').
გაფრთხილება: სანსბერი (64') - გორეცკა (55').

ავსტრალია: რაიანი - რაითი, დეგენეკი, მილიგანი, სანსბერი, ბეჰიჩი - ლუონგო (კრუსი 46'), მოი - ლეკი, იურიჩი (კეჰილი 86'), როგიჩი (ტროიზი 71').

გერმანია: ლენო - კიმიხი, რუდიგერი, მუსტაფი, ექტორი - რუდი, გორეცკა - ბრანდტი (ზიულე 63'), შტინდლი (ჩანი 78'), დრაქსლერი - ვაგნერი (ვერნერი 57').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა