...

ბაიერნის 5 მთავარი ტალანტი

ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნის" აკადემია ცოტათი ჩაიკარგა, რადგან ლუი ვან გაალის შემდეგ "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა მოთამაშეები პირველ გუნდში თავის წარმოჩენას ვერ ახერხებენ.

სწორედ ამიტომ გაჩნდა დამოკიდებულება, რომ მიუნხენურმა გრანდმა არ იცის ტალანტების აღზრდა და მათი სათანადოდ გამოყენება. ული ჰიონესმა კი განაცხადა, რომ "ბაიერნის" მომავალს არაფერი ემუქრება და ამას თავისი საფუძველიც აქვს.

"რეკორდმაისტერის" 17 წლამდელთა გუნდი ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა, დაამარცხა რა ბრემენის "ვერდერის", დორტმუნდის "ბორუსიასა" და გელზენკირხენის "შალკეს" ტალანტები. 19 წლამდელთა გუნდმა კი ფინალამდე გააღწია და იქ "ბორუსიას" ჭაბუკებთან მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.

ასე, რომ "ბაიერნს" არც თუ ისე სუსტი თაობა ჰყოლია, რომელიც გერმანიაში წარმატებულად ასპარეზობს და შესაძლოა რამდენიმე ტალანტმა უახლოეს წლებში მთავარი გუნდის მაისურითაც გაიბრწყინოს.

ფილიპ ლამი და ხაბი ალონსო წავიდნენ, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი ასაკში შევიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულ გრანდში თაობათა ცვლა დაიწყო. მაშ ასე, გთავაზობთ ხუთ საუკეთესო ტალანტს, რომლებიც "ბაიერნის" ახალგაზრდულ გუნდებში ირიცხებიან და შესაძლოა ძალიან მალე კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით წარმოაჩინონ თავი უფრო მაღალ დონეზე.

ფელიქს გიოტცე


დაბადების თარიღი: 1998 წელი, 11 თებერვალი
პოზიცია: ცენტრალური მცველი
დაბადების ადგილი: მემინგენი

ყოველთვის ძალიან რთულია, როდესაც წარმატებული უფროსი ძმა გყავს, თანაც ისიც შენს საქმეშია ჩართული და ყოველთვის გრძნობ როგორ გეფარება ჩრდილი, როდესაც ამბობენ "აი ის მისი ძმაა". ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა, რადგან ფელიქსი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაშის მთავარი გმირისა და გერმანული ფეხბურთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორის, მარიო გიოტცეს, უმცროსი ძმაა, მაგრამ ახლა მისი სახელი მარიოს გარეშეც ბევრმა იცის. უფროს გიოტცეს "ბაიერნში" ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, რის შემდეგაც დორტმუნდის "ბორუსიას" დაუბრუნდა, მაგრამ ძველი ფორმა ვერაფრით დაიბრუნა, ახლა კი ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. მისი უმცროსი ძმა კი "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდულ გუნდში წარმატებით ასპარეზობს, სწრაფად ვითარდება და "ბაიერნის" აკადემიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება. მარიოსგან განსხვავებით ფელიქსი ცენტრალური მცველია და ჰერმან გერლანდის აღმოჩენილი ტალანტია. გიოტცემ მაისში მიუნხენურ გრანდთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა 2019 წლამდე და კარლო ანჩელოტიმ იგი გასული სეზონში რამდენიმეჯერ განაცხადშიც შეიყვანა. გარდა კარგი საფეხბურთო მონაცემებისა, ფელიქს გიოტცე მენტალურადაც ძლიერი ახალგაზრდაა. 19 წლამდელთა ბუნდესლიგის ფინალში, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ, პენალტების სერია სწორედ მან გახსნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ ეშინია და ძლიერი ხასიათი აქვს.

ფაბიან ბენკო


დაბადების თარიღი: 
1998 წელი, 5 ივნისი
პოზიცია: 
ნახევარმცველი
დაბადების ადგილი: 
მიუნხენი

"ჩვენ მის შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ", - აღნიშნავდა "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი პეპ გვარდიოლა, როდესაც თავის ბოლო სეზონში, ზამთრის შესვენების დროს, პირველ გუნდში ფაბიან ბენკო დააწინაურა. ახალგაზრდა გერმანელმა ნახევარმცველმა "ინტერის", "მილანისა" და მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ იასპარეზა, რაც მისთვის საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ბენკომ "რეკორდმაისტერის" 19 წლამდელთა გუნდში ბოლო ორი კამპანია საკმაოდ კარგად ჩაატარა და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც მოხიბლა. იტალიელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა საყრდენი პირველი გუნდის განაცხადშიც შეიყვანა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე სათადარიგო სკამზეც კი ჰყავდა. მომდევნო სეზონიდან კი მოსალოდნელია, რომ ბენკოს სათამაშო დროც მიეცემა, რადგან იგი უკვე მეორე სეზონია "ბაიერნის" ახალგაზრდული და მთავარი გუნდის ზღვარზე იმყოფება. ფაბიანმა დაამტკიცა, რომ საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეა და სავარაუდოდ, საკუთარი შანსი დაიმსახურა. ბენკო სეზონისწინა ამხანაგური თამაშებიდან ალბათ "ბაიერნის" გულშემატკივარს კარგად ახსოვს.

ნიკოლას დორში


დაბადების თარიღი: 
1998 წელი, 15 იანვარი
პოზიცია: 
ნახევარმცველი
დაბადების ადგილი: 
ლიხენფელსი

"ნიკოლასი ტიპიური ცენტრალური ნახევარმცველია. მას შეუძლია ბურთის მიღება მეტოქის კარისკენ ზურგით, შემოტრიალება და გუნდის სწრაფად შეტევაში გადაყვანა. ვფიქრობ, ეს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა", - აცხადებს გერმანიის 17 წლამდელთა ნაკრების დამრიგებელი, მარსელ ლუკასენი. მარსელის სიტყვებს ისიც ამყარებს, რომ დორშის საყვარელი მოთამაშე და კერპი "რეკორდმაისტერის" ყოფილი საყრდენი ტონი კროოსი გახლავთ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სუფთა ცენტრია და თამაშის ტემპს იდეალურად აკონტროლებს. ნიკოლასიც პირველ გუნდში პეპ გვარდიოლამ დააწინაურა, რომელიც ასეთი ტიპის მოთამაშეებს ყოველთვის განსაკუთრებით აკვირდება. "ბაიერნის" 19 წლამდელთა შემადგენლობაში დორშმა გასული კამპანია ძალიან კარგად ჩაატარა. მისი ტალანტი წლების განმავლობაში ვითარდებოდა და აღსანიშნავია, რომ 2015 წელს 17 წლამდე ფეხბურთელებს შორის ნიკოლას დროში გერმანიაში მეორე ტალანტად დაასახელეს. მას მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსიას" განაპირა მცველმა, ფელიქს პასლაკმა, აჯობა. დორშმა 2016/17 წლების სეზონი პირველი გუნდის განაცხადში დაიწყო, მაგრამ მაღალი კონკურენციის გამო კვლავ ახალგაზრდებს დაეხმარა, მაგრამ კარლო ანჩელოტის მოხიბვლა მაინც მოახერხა და იტალიელი დორშს სერიოზულად უყურებს.

ტიმოტი ტილმანი


დაბადების თარიღი: 1999 წელი, 4 იანვარი
პოზიცია: 
ნახევარმცველი
დაბადების ადგილი: 
ნიურნბერგი

ტიმოტი ტილმანის საბავშვო კარიერა გრიოტერ "ფიურტში" დაიწყო, მაგრამ დაახლოებით ნახევარ მილიონად იგი "ბაიერნის" 16 წლამდელთა აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც ფანტასტიკური პროგრესი განიცადა. ტილმანმა, რომელიც ძალიან სწრაფი, ტექნიკური და ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველია, "ბაიერნის" 19 წლამდელთა მაისურით გასულ სეზონში 5 ბურთი გაიტანა, მაგრამ ახალგაზრდული ბუნდესლიგის ფინალში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. მიუხედავად ამისა, მისი ტალანტი ხელშეუხებელია და ტიმოტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდად ითვლება, რომელიც ჯერ 18 წლის მხოლოდ ამ წელს გახდა. ტილმანმა სახელი ევროპის მასშტაბით გაითქვა და მისით კატალონიის "ბარსელონას" სკაუტებიც კი დაინტერესდნენ. თუმცა მიუნხენური გრანდი ტილმანის დაკარგვას არ აპირებს და კარლო ანჩელოტი ახალი სეზონიდან მას უფრო ახლოდან დააკვირდება. ტილმანი მართლაც გამორჩეული ტალანტია, რომელსაც შესაძლოა ნათელი მომავალი  ჰქონდეს წინ.

მარკო ფრაიდლი


დაბადების თარიღი: 1998 წელი, 16 მარტი
პოზიცია: 
მარცხენა მცველი
დაბადების ადგილი: 
ტიროლი, ავსტრია

19 წლის უნიჭიერესი მარცხენა მცველი "ბაიერნში" თავს შინაურულად გრძნობს, რადგან დავიდ ალაბასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. დავიდის მსგავსად "რეკორდმაისტერის" აკადემიაში მარკოც 2008 წელს ჩაირიცხა. "ზოგჯერ მარკოს ჩემს ადგილას ძინავს ხოლმე, როდესაც მე შვებულებაში ვარ. ის ჩემთვის პატარა ძმასავით არის", - აღნიშნა ალაბამ. ფრაიდლი გასულ სეზონში პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და კარლო ანჩელოტის მოხიბვლაც მოახერხა. მარკო არ უარჰყოფს, რომ ალაბა ძალიან მოსწონს და მისგან ბევრ რამეს სწავლობს: "ვარჯიშების შემდეგ ჩვენ ერთად ვმუშაობდით საჯარიმო დარტყმებზე. დავიდს ჩემგან განსხვავებული ტექნიკა აქვს, მაგრამ მისგან ბევრის სწავლა მხოლოდ ყურებითაც შეიძლება." ახლახანს მარკო ფრაიდლმა მიუნხენურ გრანდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითიც "ბაიერნმა" მას ნდობა გამოუცხადა და საინტერესოა როგორ გაგრძელდება ამ უნიჭიერესი მცველის კარიერა. ჰერმან გერლანდს იმედი აქვს, რომ მარკო ფრაიდლი "რეკორდმაისტერის" ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს, მაგრამ ამის გაკეთება რთული იქნება. ავსტრიელი ამპლუით მარცხენა მცველია, მაგრამ იგი ცენტრალური მცველის პოზიციაზეც ასპარეზობს და თანაც საკმაოდ წარმატებით. ფრაიდლი ამ სიაში ალბათ ყველაზე ახლოს არის იმასთან, რომ "ბაიერნის" მაისური პირველმა მოიგოს პროფესიონალურ დონეზე.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა