...

Bild: სანჩესი ბაიერნში არ გადავა

როგორც ჩანს ლონდონის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი ალექსის სანჩესი კარიერის მიუნხენურ კლუბში გაგრძელებას არ აპირებს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, "Bild-ს" ჟურნალისტი, ჰეიკო ნედერერი, გერმანიისა და ჩილეს კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის თამაშის (1:1) შემდეგ, ალექსისს გაესაუბრა და "ბაიერნში" გადასვლის შესახებაც ჰკითხა.

ნედერერმა დღეს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, რომ ჩილეს ეროვნული გუნდის ლიდერმა მის შეკითხვას "რეკორდმაისტერში" პოტენციურ ტრანსფერზე მოკლედ უპასუხა: "ბაიერნში" არ გადავალ!"

28 წლის სამხრეთ ამერიკელი ინგლისურ კლუბს ძალიან დიდი ალბათობით ამ ზაფხულს დატოვებს, მაგრამ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. "ბაიერნის" გარდა მისით "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ-ც" ინტერესდებიან.

გერმანული გრანდი ალექსისს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, მაგრამ ახლა სხვა ალტერნატივის მოძებნა მოუწევს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ალექსის სანჩესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა