...

ოლიჩმა კარიერა დაასრულა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ვეტერანმა ხორვატმა, ივიცა ოლიჩმა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

37 წლის ფორვარდმა ამის შესახებ ცნობილ გერმანულ გამოცემა "Bild-თან" მოკლედ განაცხადა: "ბუცების ლურსმანზე ჩამოსაკიდებლად მზად ვარ. ვფიქრობ, კარიერას სუფთა სინდისით ვასრულებ."

ივიცა ოლიჩის უკანასკნელი კლუბი "მიუნხენ 1860" იყო, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში 33 შეხვედრაში 5 ბურთი გაიტანა, მაგრამ მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა და ახლა გადაწყვიტა, რომ გაჩერების დროა.

ივიცა ოლიჩის პროფესიონალური კარიერა ხორვატიულ "მარსონიაში" დაიწყო და 1998 წელს გერმანიაში, ბერლინის "ჰერტას" რიგებში, გადავიდა. ბერლინში ორი წარუმატებელი სეზონის შემდეგ სამშობლოში სამ სხვადასხვა კლუბში ("მარსონია", "ნკ ზაგრები" და დინამოს "ზაგრები") მშვენივრად იასპარეზა.

2003 წლის ზაფხულში იგი მოსკოვის "ცსკა-ში" გადავიდა და 4 ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ივიცამ 2005 წელს რუსებთან ერთად უეფას თასიც მოიგო და 2007 წელს გერმანიაში დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად "ჰამბურგში."

"დინოზავრების" მაისურით ივიცამ ორ სეზონში 29 ბურთი გაიტანა და 2009 წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნში" აღმოჩნდა. ლუი ვან გაალის სადებიუტო სეზონში ხორვატი "რეკორდმაისტერის" წამყვანი თავდამსხმელი იყო და 2009/10 წლების კამპანიაში, საერთ ჯამში, 19 ბურთის გატანა მოახერხა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ სტადიებზე.

ოლიჩი "ბაიერნში" 2012 წლამდე დარჩა, მაგრამ სერიოზული ტრავმის გამო ოპტიმალური ფორმა ვეღარ აღიდგინა და მიუნხენში გატარებული 3 წლის შემდეგ "ვოლფსბურგს" მიაშურა, სადაც კიდევ სამი სეზონი გაჩერდა, 2015/16 წლების სეზონი "ჰამბურგში" ჩაატარა, ხოლო კარიერა "მიუნხენ 1860-ში" ჩაამთავრა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ივიცა ოლიჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
MavisRed
MavisRed | 25 ივნისი 2017 22:34
PuvisRed
PuvisRed | 26 ივნისი 2017 06:13
справочная книга ярославской губернии на 1914 год михаил комлев книга экстрасенсы битва за деньги книга академия магии при храме всех богов о чем книга приключения алисы в стране чудес светловская пиче-оол детская книга и детское чтение книга для підготовки до зно з історії україни лед и пламя книга джуд деверо ошо белый лотос о чем книга книга открытки с того света франко арминио ничто не забыто никто не забыт книга загадки про книгу на украинском языке сказкин книга для чтения по истории средних веков
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა