...

პრევიუ: გერმანია - კამერუნი

გერმანია - კამერუნი

ჩემპიონატი: კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპი, III ტური
თარიღი: 25 ივნისი, 19:00 საათი
სტადიონი: ფიშტის ოლიმპიური არენა, სოჭი
მთავარი მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია)
პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა



გერმანიის ნაკრებმა ჩილეს წინააღმდეგ ახალი 5-2-3 ტაქტიკით ითამაშა, გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე, მორიგი რთული ბრძოლა გადაიტანა და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 1:1. იმის გათვალისწინებით, რომ იოახიმ ლიოვს რუსეთში ექსპერიმენტალური, მეორე შემადგენლობა ჰყავს წაყვანილი და კიდევ გარკვეულ ექსპერიმენტებზე წავიდა, თამაშით "ბუნდესნაკრები" კმაყოფილი უნდა იყოს. ასეთი თამაში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ სულაც არ არის ურიგო მიღწევა. თანაც ისიც აღსანიშნავია, რომ ლიოვმა მთელი 90 წუთი ერთი თერთმეტეულით ითამაშა და ცვლილებები არ გაუკეთებია. თამაშის შემდეგ კი აღნიშნა, რომ მისი მიზანი გარკვეული ფეხბურთელების ბოლომდე დასვენება იყო, რათა მათ ბოლო ტურში კამერუნის წინააღმდეგ სრული ძალებით იასპარეზონ. იოგი ლიოვის ამ სიტყვებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ბუნდესთიმი" აფრიკული გუნდის წინააღმდეგ კიდევ ახალი შემადგენლობით ითამაშებს და სასტარტოში ახალ სახეებს ვიხილავთ. მაგალითად, მოსალოდნელია, რომ კარში ამჯერად კევინ ტრაპი ჩადგება. პირველ ტურში ბერნდ ლენომ ითამაშა, შემდეგ ტერ შტეგენმა, ახლა კი სწორედ კევინის ჯერია და ვნახოთ ის რას იზამს: ლენოსავით ჩავარდება თუ ტერ შტეგენივით დამაჯერებლად იასპარეზებს. ჩილეს წინააღმდეგ "ბაიერნის" ახალწვეული, უნიჭიერესი ნიკოლას ზიულე მინდორზე ერთ-ერთი საუკეთსო იყო და ალბათ კვლავ ძირითადში იქნება. ჯერჯერობით კონფედერაციათა თასი გერმანიის ნაკრების მხოლოდ 4 მოთამაშეს არ უთამაშია: ბენჟამინ ჰენრიხსს, მარვინ პლატენჰარდტს, კემერ დემირბაისა და ამინ იუნესს. არ არის გამორიცხული, რომ ოთხივე ძირითადში იყოს, მაგრამ უფრო ნაკლებად მოსალოდნელი დემირბაის პირველივე წუთიდან მოედანზე გაყვანაა, რადგან მის პოზიციაზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია. გერმანიას კამერუნის წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტის გატანა სჭირდება, ამიტომ ლიოვი შემტევ შემადგენლობას დააყენებს.



ჩილესთან ღირსეული ბრძოლის შემდეგ კამერუნის ეროვნულმა გუნდმა პირველადი შთაბეჭდილება ცოტათი გააფუჭა და ავსტრალიასთან არც ისე კარგად იასპარეზა. თუმცა ავსტრალიის ნაკრებიც მშვენიერი გუნდია, ამიტომაც აფრიკელები მხოლოდ ფრეს (1:1) დასჯერდნენ. უგო ბროოსმა ორივე შეხვედრა ერთა და იგივე შემადგენლობით დაიწყო და ცვლილებები არც დღეისთვის არის მოსალოდნელი. კამერუნს საკმაოდ სახელოვანი და საინტერესო შეტევითი ხაზი ჰყავს, რომელსაც "ბეშიქთაშის" ცენტრფორვარდი ვინსენ აბუბაქარი აგვირგვინებს. ფლანგებიდან კი ძალიან ტექნიკური და სწრაფი მუკანჯო და აფრიკის ერთა თასის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი ბასოგოგი ეხმარებიან. კამერუნელებს რესურსი ნამდვილად აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით ბელგიელი სპეციალისტის გუნდი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. გერმანიის წინააღმდეგ აფრიკელები ტურნირის ბოლო მატჩს ჩაატარებენ და ეცდებიან, რომ უბრალოდ სიამოვნება მიიღონ, რადგან კონფედერაციათა თასზე ასპარეზობა ღირსეულად დაასრულონ.

კამერუნთან გერმანიის ნაკრებს იოლი მატჩი ნამდვილად არ ელოდება, მაგრამ საინტერესოა როგორ ითამაშებს იოახიმ ლიოვი და რამდენად მოახერხებს "ბუნდესთიმი" მთავარი მისიის შესრულება - ბევრი გოლის გატანას.

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია: ტრაპი - ჰენრიხსი, რუდიგერი, მუსტაფი, ზიულე, პლატენჰარდტი - ჩანი, რუდი - იუნესი, ტიმო ვერნერი, დრაქსლერი.

კამერუნი: ონდოა - მაბუკა, ტეიკუ, ნგაჯუი, ფაი - სიანი, ჯუმი, ანგიზა - ბასოგოგი, აბუბაქარი, მუკანჯო.

საინტერესო ფაქტები

  • საწყისი 2 ტურის შემდეგ გერმანიასა და ჩილეს 4-4 ქულა აქვთ დაგროვებული, მაგრამ წინ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო სამხრეთ ამერიკელები არიან. ჩილე მხოლოდ +1 ქულით არის წინ, ამიტომ "ბუნდესნაკრებს" კამერუნთან რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა სჭირდება, რათა ბურთების სხვაობა მინიმუმ გაათანაბროს, ხოლო შემდეგი კომპონენტი მეტი გატანილი გოლია, რაშიც უკვე მსოფლიო ჩემპიონები არიან წინ.

  • კონფედერაციათა თასის წინა ორ გათამაშებაში გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ვერცერთხელ ვერ მოიგო: 1999 წელს "ბუნდესნაკრები" ამერიკასთან 0:2 დამარცხდა, ხოლო 2005 წელს არგენტინასთან ფრედ 2:2 ითამაშა.

  • გერმანიისა და კამერუნის ეროვნული გუნდები ერთმანეთს მხოლოდ მეოთხედ უპირისპირდებიან. წინა სამი თამაშიდან ორი გერმანიამ მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა.

  • მათი ბოლო შეხვედრა 2014 წელს მიუნხენგლადბახში გაიმართა. იოახიმ ლიოვის გუნდმა კამერუნი ამხანაგურად მიიღო და ფრედ 2:2 ეთამაშა.

  • მანამდე, 2004 წელს, ასევე ამხანაგურ შეხვედრაში, გერმანიის ეროვნულმა გუნდმა კამერუნი 3:0 გაანადგურა. 2002 წელს კი ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ.

  • 2002 წლის მუნდიალის მატჩი ძალიან დასამახსოვრებელი გამოდგა, რადგან კამერუნელებმა მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. საბოლოოდ, რუდი ფიოლერის გუნდმა მარკო ბოდესა და მირო კლოზეს გოლებით 2:0 იმარჯვა.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები


იოახიმ ლიოვი: ​"​​​ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები ჯერ კიდევ ყველას აქვს. ჩვენი მიზანი კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში გასვლაა. ამას პირველი ადგილით მივაღწევთ თუ მეორე ადგილით, ეს უმნიშვნელოა. თუ ამ გუნდით ფლეი-ოფის ეტაპზე გავალთ, უკვე შეგვეძლება იმის თქმა, რომ მოლოდინს გადავაჭარბეთ. კამერუნის წინააღმდეგ თამაში ფორმალური სულაც არ იქნება. წაგება გამორიცხულია!"

უგო ბროოსი: ​"​​​აქ იმისათვის ვართ, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ. კონფედერაციათა თასი კი მაღალი დონეა, რომელიც ფანტასტიკურ გამოცდილებას გაძლევს. აქ ნამდვილად კარგი საფეხბურთო სტადიონებია და გვიხარია, რომ რუსები მხარს გვიჭერენ."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა