...

ლიოვმა უნიკალური რეკორდი დაამყარა

კონფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა, კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ (3:1), "ბუნდესნაკრების" მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვისთვის განსაკუთრებული გამოდგა.

ლიოვმა გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე თავისი 150-ე მატჩი ჩაატარა და ამადვდროულად, გახდა პირველი მწვრთნელი "ბუნდესთიმის" ისტორიაში, რომელმაც საკუთარ გუნდს 100 თამაში მოაგებინა.

57 წლის გერმანელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს 2006 წლის აგვისტოდან მოყოელებული ავარჯიშებს. "ბუნდესნაკრებმა" მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 150 შეხვედრიდან 100 მოიგო, 27 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 23 წააგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არცერთი თამაში არ წაუგია. დაუმარცხებელი სერია უკვე 13 მატჩს შეადგენს, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონებმა 10 მოიგეს.

ლიოვი 100 გამარჯვებით "ბუნდესთიმის" აბსოლუტური რეკორდსმენია, ხოლო ჩატარებული თამაშების რაოდენობით მხოლოდ ლეგენდარულ ზეპ ჰერბერგერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 167 თამაშია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა