...

ლიოვი: "სტატისტიკა ზოგჯერ უადგილოა"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, კამერუნის ნაკრებთან გამართული შეხვედრა შეაფასა და რეკორდზეც ისაუბრა.

"ბუნდესნაკრებმა" იოგი ლიოვის ხელმძღვანელობით 150-ე მატჩი ჩაატარა და მე-100 გამარჯვება მოიპოვა. 100 გამარჯვება გერმანიის ნაკრების ისტორიაში არცერთ სპეციალისტს არ მოუპოვებია!

"პირველი ტაიმი მთავარი მწვრთნელისათვის კარგი ნიშანი იყო, რომლის შემდეგაც სერიოზული დასკვნების გამოტანა შეიძლება. მეტოქეს ორთაბრძოლაში შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მივეცით.

თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი სრულიად განსხვავებული იყო: თამაში სრულიად ჩვენი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. შესვენების დროს ბიჭებს შევახსენე თუ რისი წყალობით მივაღწიეთ წარმატებას ბოლო ორ შეხვედრაში.

პირველ ტაიმში ბევრი თავისუფალი სივრცე გვქონდა, მაგრამ ზონები უბრალოდ ვერ გამოვიყენეთ. ასეთ ახალგაზრდული გუნდით ნახევარფინალში გასვლა რაღაც ექსტრაორდინალურია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშეს მივცე შანსი. ამინ იუნესი კარგად შემოვიდა, ჰენრიხსიც მომეწონა. ახლავე გეტყვით იმასაც, რომ ტურნირის დარჩენილ თამაშებში კარს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს.

როგორც წესი, სტატისტიკა ზოგჯერ უადგილოა. 100 გამარჯვება დიდებული მიღწევაა, 150-ე საერთაშორისო მატჩიც, მაგრამ ძალიან ბევრ ლამაზ, ამაღელვებელ მომენტთან ერთად, ბევრი ცრემლი და იმედგაცრუებაც მახსოვს. მინდა, რომ მოთამაშეებს დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი ამას იმსახურებენ", - განაცხადა 57 წლის ლიოვმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა