ბრიტანული გამოცემა Sky სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. ევროპის საუკეთესო კლუბები ახალი ლიგის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.
წყაროს ცნობით, ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ფედერაციები FIFA-ში ახალი ტურნირის ჩატარების თაობაზე განაცხადს შეიტანენ. გათამაშება 2022 წლიდან აიღებს სტარტს.
როგორც ცნობილია, ბიუჯეტის სახით პირველივე სეზონში ამ ტურნირისთვის 6 მილიარდი ამერიკული დოლარია გამოყოფილი. მისი სახელი იქნება ევროპული პრემიერ ლიგა.
სულ გათამაშებაში 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და შესაძლოა, საუკეთესოთა ვინაობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდეს.