Bild: "ბაიერნის" ლიდერები გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდნენ

Bild: "ბაიერნის" ლიდერები გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდნენ

მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა, ტრანსფერების უმრავლესობა ფანჯრის ბოლო დღეს მოხდა. როგორც ჩანს მიზეზი თავად "რეკორდმაისტერის" მოთამაშეები არიან.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელები ფანჯრის დახურვამდე დაახლოებით 10 დღით ადრე კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და ტრანსფერების განხორციელება მოსთხოვეს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მანუელ ნოიერი, რობერტ ლევანდოვსკი, იოზუა კიმიხი, თომას მიულერი და დავიდ ალაბა. ხელმძღვანელობის მხრიდან კი - ჰასან სალიჰამიჯიჩი, ოლივერ კანი, ჰერბერტ ჰაინერი და კარლ-ჰაინც რუმენიგე.

მოთამაშეების დიალოგი საუბარი მანუელ ნოიერმა გახსნა. მან ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ გუნდის სიღრმე საკმარისი არ იყო და ახალი ფეხბურთელები ესაჭიროებოდათ.

როგორც ხედავთ, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ეს მოთხოვნა გაითვალისწინა და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დუგლას კოშტა, ერიკ ჩუპო-მოტინგი და მარკ როკა დაიმატა.


21-10-2020, 14:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0