...

კლოზე: "ლიოვი არასოდეს იღლება"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა მიროსლავ კლოზემ, "ბუნდესმანშაფტის" მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დაახასიათა.

მირო კლოზე იოგი ლიოვს ძალიან კარგად იცნობს, რადგან მასთან ერთად მთელი 8 წელიწადი მუშაობდა და სანაკრებო კარიერა 2014 წლის ტრიუმფალური მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.

"ლიოვი საკუთარი საქმის უდიდესი მოყვარულია. ის თითოეულ დეტალზე ბოლომდე იხარჯება. ასე, რომ მასთან ერთად მუშაობის პერიოდი ჩემთვის ოქროს ხანა იყო.

მიუხედავად მუდმივი წარმატებებისა, ლიოვი საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არასოდეს აძლევს და სურს, რომ კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს. ის სამუშაოდ ყოველთვის მზად არის და დასვენებაზე სიტყვასაც არ აგდებს.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლიოვი უბრალოდ არასოდეს იღლება", - განაცხადა კლოზემ.

იოახიმ ლიოვი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 2006 წლიდან მოყოლებული წვრთნის და კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, კამერუნის წინააღმდეგ, მოპოვებული გამარჯვებით "ბუნდესთიმის" ისტორიაში პირველი თავკაცი გახდა, რომელმაც 100 თამაში მოიგო.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მიროსლავ კლოზე იოახიმ ლიოვი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა