...

კიმიხი: "რა არის ჩემი მთავარი მიზანი ნაკრებში?"

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა განაპირა მცველმა, იოზუა კიმიხმა, "Sportbild-თან" საუბრისას თავისი მთავარი მიზანი დაასახელა.

იოზუა კიმიხი უკვე 1 წელია გერმანიის ეროვნულ გუნდში ფილიპ ლამის პოზიციაზე თამაშობს და ლეგენდარულ კაპიტანს ღირსეულად ცვლის. იომ "ბუნდესთიმის" მაისურით უკვე 18 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა მას გაცილებით მეტის მიღწევა სურს.

"ჩემი მიზანი პირველ რიგში ისაა, რომ ლამს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გავუთანაბრდე. გოლების რაოდენობა ნაკლდებად მაინტერესებს.

მარჯვენა მცველს არასოდეს აფასებენ იმის მიხედვით თუ რაოდენ სახიფათოა იგი მეტოქის კართან. რაც შეეხება "ბაიერნს", ამ კლუბში იმისათვის ნამდვილად არ გადმოვსულვარ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ვთქვა, რომ "ბაიერნში" ვიყავი", - აღნიშნა იოზუამ.

ფილიპ ლამმა, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დაასრულა, გერმანიის ნაკრებში 113 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ამ ტემპით კი კიმიხს ნამდვილად შეუძლია ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იოზუა კიმიხი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა