...

პრევიუ: ბაიერნი - მ.ბორუსია

მიუნხენის "ბაიერნი" დღეს გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას ჩაატარებს და შინ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მიიღებს. კარლო ანჩელოტის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის.

ბაიერნი - მ.ბორუსია

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, VIII ტური
თარიღი: 20:30 საათი, 22 ოქტომბერი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: იოხენ დრესი
პირდაპირი ტრანსლიაცია:

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა
მიუნხენის "ბაიერნმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, "პსვ ეინდჰოვენთან" შეხვედრაში, შეწყვიტა და მიუნხენში საკმაოდ ლამაზი ფეხბურთის ფონზე 4:1 იმარჯვა. "რეკორდმაისტერმა" ძალიან კარგად გამოიყენა ფლანგები და მართლაც სანახაობრივი საღამო აჩუქა გულშემატკივარს, რომელიც კვლავ კარგ განწყობაზეა. ახლა კი მიუნხენელებმა ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გამოასწორონ სიტუაცია და ზედიზედ ორი ფრის შემდეგ საკუთარ მოედანზე მოიპოვონ სამი ქულა. გუნდს უკვე დაუბრუნდნენ ხავი მარტინესი და დუგლას კოშტა, შესაბამისად კარლო ანჩელოტის უფრო მეტი ვარიანტი ექნება. ერთადერთი დანაკლისი 33 წლის ფრენკ რიბერია, რომელსაც კუნთის პრობლემები აქვს. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა და "ბაიერნი" მორიგი კარგი მატჩის ჩატარებას ეცდება. მეტოქე საკმაოდ სერიოზულია, ამიტომ ეს საინტერესო გამოცდა იქნება. სავარაუდოდ, არტურო ვიდალი დღეს დაბრუნდება. ჩილელის მოედანზე გამოჩენას "პსვ-სთანაც" ელოდნენ, მაგრამ ის საერთოდ განაცხადს მიღმა დარჩა, რათა კიდევ დაესვენა და ძალები სრულიად აღედგინა. ახლა კი ვიდალი ხაბი ალონსოს ადგილს დაიკავებს. მოსალოდნელია დაცვის მარცხენა ფრთაზე ხუან ბერნატის გამოჩენაც, რომელიც გადაღლილ დავიდ ალაბას შეცვლის. კარლო ანჩელოტის როტაცია უყვარს, მაგრამ რადიკალური ცვლილებები არა. ამიტომ, სასტარტო შემადგენლობაში მაქსიმუმ ორი-სამი გადაადგილება შეიძლება მოხდს. არ არის გამორიცხული, დუგლას კოშტა პირველივე წუთებიდან გავიდეს მინდორზე. ბრაზილიელი დიდი ხანია არ გვინახავს საქმეში. ასე, რომ ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გამოცდილი იტალიელი, რომელსაც ქომაგების გულის მოგება სჭირდება.

მიუნხენგლადბახის "ბორუსია" კი საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ გუნდს კვლავ სტაბილურობა აკლია, ბოლო პერიოდში კი მომენტების რეალიზაციის პრობლემაც გამოჩნდა. "შალკესთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ანდრე შუბერტის გუნდმა შინ "ჰამბურგის" დაცვა ვერ გატეხა და ქულები დაკარგა, რის გამოც მეცხრე პოზიციამდე დაქვეითდა. სამაგიეროდ, მიუნხენგლადბახელებმა გლაზგოში გაიბრწყინეს და "სელტიკი" უშანსოდ დაამარცხეს - 2:0. ლარს შტინდლი კვლავ ჩინებულ ფორმაშია და გუნდის ლიდერობას აგრძელებს. "ბორუსიას" საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ალვარო დომინგესის, მარტინ შულცისა და კრისტენსენის არყოფნის გამო, დაცვის ცენტრში ვესტერგორი ირჯება, რომელიც არც ისე კარგად გამოიყურება. გარდა ამისა, გუნდს თორგან აზარი და მთავარი დამრტყმელი ძალა - ბრაზილიელი თავდამსხმელი, რაფაელი, აკლია, რომელსაც კუნთის დაზიანება აქვს. მას გერმანელი შემტევი, ანდრე ჰანი ცვლის, რომელმაც შოტლანდიაში მშვენიერი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე მაინც უჭირს. თუმცა, "ბორუსიას" საკმაოდ ძლიერი ფლანგები ჰყავს, რომელთა საშუალებითაც შუბერტს მიუნხენში ბრძოლის გაჩაღება შეუძლია. მიუნხენგლადბახელები კარგ განწყობაზე არიან და ეცდებიან, რომ "ბაიერნს" კვლავ პრობლემები შეუქმნან.

"ალიანს არენაზე" კარლო ანჩელოტის გუნდს მხოლოდ გამარჯვება აწყობს. მიუნხენელები "ბორუსიასთან" წარუმატებელი სერიის შეწყვეტას ლამობენ და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ბერნატი - ვიდალი, კიმიხი, ტიაგო - რობენი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა.

მ.ბორუსია: ზომერი - კორბი, ვესტერგორი, ელვედი, ვენდტი - შტრიობლი, კრამერი - ი.ტრაორე, შტინდლი, ჰოფმანი - ჰანი.

საინტერესო ფაქტები
"ბაიერნს" "მ.ბორუსიასთან" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, 2 მარცხი) და დღეს მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში ანტირეკორდს დაამყარებს.

ამ გუნდების ბოლო 13 დაპირისპირებიდან ბუნდესლიგაში მიუნხენელებმა მხოლოდ ოთხი მოიგეს (5 ფრე, 4 წაგება).

საკუთარ მოედანზე კი "რეკორდმაისტერმა" ბოლო ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და "ბორუსიამ" ორჯერ იმაჯვა. თუმცა, მთლიანობაში, მიუნხენში "ბაიერნი" უხერხულ მეტოქეს კარგად ხვდება: 34მ, 11ფ, 3წ (117 გოლი, 42 გაშვებული).

ანდრე შუბერტის გუნდს სტუმრად თამაში ძალიან უჭირს. მათ ბუნდესლიგის ბოლო 14 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს (4 ფრე, 9 წაგება).

"ბაიერნს" კი ბოლო 22 საშინაო მატჩიდან 19 მოგებული აქვს.

იოხენ დრეესი "ბაიერნისთვის" იღბლიანი არბიტრია. მან "რეკორდმაისტერის" თორმეტ თამაშზე იმუშავა, საიდანაც ბიჭებმა ათი მოიგეს და ორი ფრედ დაასრულეს.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები
კარლო ანჩელოტი: "გვინდა, რომ შევუტიოთ, მოვიგოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ. "ეინდჰოვენის" წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ და განწყობაც კარგი იყო. ვფიქრობ, რომ მოთამაშეებს კარგად ესმით რა უნდა გააკეთონ ხვალ და ამას აუცილებლად შეასრულებენ.

ვიცი "ბორუსიასა" და "ბაიერნის" ურთიერთშეხვედრების ისტორია. "ბაიერნს" ყოველთვის სერიოზულად უჭირდა, ამიტომ ნამდვილად ძლიერი მატჩი უნდა ჩავატაროთ. მაღალი ინტენსიურობაა საჭირო. "ბორუსია" კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და ბალანსი დავიცვათ."

ანდრე შუბერტი: "გახდა თუ არა "ბაიერნი" შედარებით სუსტი, ამას ხვალ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ამ მომენტისთვის რაიმე დასკვნის გამოტანა არასამართიანია. "ბაიერნმა" გასულ სეზონში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და კვლავ ძალიან ძლიერია.

ისინი ეროვნულ ჩემპიონატს მუდმივად იგებენ და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ოთხეულში ხვდებიან. გვარდიოლას დროს ისინი ძირითადად ბურთის ფლობაზე ფიქრობდნენ, რაც შეიცვალა.

ანჩელოტის "ბაიერნი" მეტოქეებს უფრო მეტ თავისუფალ ზონებს უტოვებს, მაგრამ ამას სწრაფი კონტრშეტევებისთვის აკეთებს. კარლომ კარგად იცის თუ რას ნერგავს გუნდში."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
google
google | 22 ოქტომბერი 2016 18:29
მიდით ლომებო აბა თქვენ იცი ვაჩვენონ გლადბახს კლასიი ...
დორტმუნდი რას აკეთებს ხალხო :((((((((
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა