...

კანი: "როგორ შეიძლება კონკურენციის ამაღლება ბუნდესლიგაში?"

გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ და "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა, ოლივერ კანმა, "Die Welt-თან" საუბრისას საინტერესო მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ბუნდესლიგაში კონკურენციის ასამაღლებლად.

"რეკორდმაისტერმა" ვერცხლის სინი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო და მიუნხენელები ყოველ ჯერზე წარმატებას ყოველგვარი სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე აღწევენ, რაც ნეიტრალურ ქომაგებს ბუნებრივია დიდად არ იზიდავთ.

"ტიტანი" მიიჩნევს, რომ ამ ჰეგემონიის დასამხობად შეიძლება "50+1" კანონის მოხსნა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი გერმანული კლუბის უფლებების 50+1% ეკუთვნის უშუალოდ გუნდის წევრებს და შეუძლებელია, რომ კლუბი მთლიანად ერთმა პიროვნებამ შეისყიდოს. ამ წესით გერმანელები ბუნდესლიგაში მილიონერი არაბი, აზიელი თუ სხვა ეროვნების ინვესტორების გამოჩენას უშლიან ხელს.

"ვფიქრობ, "50+1" კანონის მოხსნის საკითხზე ფიქრი შეიძლება. სერიოზული ინვესტორები თავისმხრივ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ. მათი მიზანია, რომ კლუბი მხოლოდ უფრო ძლიერი გახდეს.

ბოლო პერიოდში ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ როგორ შეიძლება აიწიოს კონკურენცია ეროვნულ ჩემპიონატში, რომლის მოგებისთვის 3-4 კლუბი იბრძოლებს. ამ წესის გაუქმება ერთ-ერთ ვარიანტად მესახება", - განაცხადა ოლივერ კანმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ოლივერ კანი ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა