წარმოუდგენელი სტატისტიკა - ლევანდოვსკის 2020 წელი ციფრებში

წარმოუდგენელი სტატისტიკა - ლევანდოვსკის 2020 წელი ციფრებში

2020 წელი რომ რობერტ ლევანდოვსკის კარიერაში ყველაზე წარმატებულია, ამაზე არავინ დაობს. გთავაზობთ პოლონელი ფეხბურთელის ბრწყინვალე სტატისტიკას ციფრების სახით, რომელიც მან მიმდინარე წელს დააფიქსირა.

1 - 2020 წლის პირველ ოქტომბერს ლევანდოვსკი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან კევინ დე ბრუინსა და მანუელ ნოიერს აჯობა.

2 - ლევანდოვსკის ორი ან მეტი გოლი ერთ შეხვედრაში 2020 წელს რვაჯერ აქვს გატანილი.

3 - ბუნდესლიგაში გატანილი 34 გოლით პოლონელმა რიგით მესამედ მოიგო საუკეთესო ბომბარდირის ტიტული.

4 - ლევანდოვსკის მიზანი მიმდინარე სეზონში. ბუნდესლიგის ბომბარდირი ოთხჯერ ისტორიაში არავინ გამხდარა, მას კი რეკორდის დამყარების შანსი აქვს.

5 - ბუნდესლიგის არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია 5 ტურის შემდეგ ლევანდოვსკიზე მეტი გოლი.

9 - პოლონელმა ზედიზედ 9 შეხვედრაში შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა. ამ შედეგით მხოლოდ ლეგენდარულ კრისტიანო რონალდუს ჩამორჩება, რომელსაც 11 მატჩიანი სერია ჰქონდა.

10 - ლევანდოვსკი უკვე ზედიზედ 10 სეზონია რაც ბუნდესლიგაში 10 ან მეტ გოლს იტანს.

12 - საგოლე გადაცემების რაოდენობა, რომელიც პოლონელმა შეასრულა.

18 - ბუნდესლიგაში მოასპარეზე გუნდების რაოდენობა, რომლებსაც ლევანდოვსკიმ გაუტანა. მას ყველა გუნდის კარის ბადე აქვს შერხეული.

19 - კორონავირუსის პაუზის შემდეგ ლევანდოვსკიმ 13 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა გერმანიაში. მსგავსი შედეგი არავის აქვს.

21 - 21 თამაში გავიდა მას შემდეგ, რაც პოლონელმა ზედიზედ 2 შეხვედრაში ვერ გაიტანა.

23 - 2020 წელს ლევანდოვსკიმ 23 შეხვედრაში შეძლო მინიმუმ 1 გოლის გატანა, 30 თამაშიდან.

32 - რობერტ ლევანდოვსკი 2020 წლის 21 აგვისტოს 32 წლის გახდა.

35 - საკლუბო ტურნირებზე წელს ლევანდოვსკიმ 35 გოლი გაიტანა. მასთან ყველაზე ახლოს რონალდუა, 28 გოლით.

55 - ლევანდოვსკის გოლების რაოდენობა "ბაიერნის" მაისურით 2019/20 წლების სეზონში.


25-10-2020, 23:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0