გნაბრი ვერდერზე შეყვარებული ვიყავი

გნაბრი ვერდერზე შეყვარებული ვიყავი

მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ, თავის ყოფილ კლუბთან მოახლოვებული შეხვედრების წინ კომენტარი გააკეთა.

"მას შემდეგ რაც ინგლისიდან დავბრუნდი, "ვერდერი" გერმანიაში ჩემი პირველი გუნდი იყო. როდესაც ამ კლუბის ღირსებას ვიცავდი, უბრალოდ შეყვარებული ვიყავი მასზე.

ძალიან ბედნიერი ვარ ბრემენელების წარმატებული ასპარეზობის გამო და ერთი სული მაქვს როდის შევხვდები ძველ მეგობრებს.

თამაშის დროს გარისკვა მიყვარს - ასეთია ჩემი ბუნება. როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრს არ ვფიქრობ", - განაცხადა 23 წლის გერმანელმა.

სერჟ გნაბრი ლონდონის "არსენალის" აღზრდილია და ბრემენის "ვერდერში" 2016/17 წლების სეზონი ჩინებულად ჩაატარა.

2017 წლის ზაფხულში მიუნხენელებმა გნაბრი გაიფორმეს და ერთი სეზონით "ჰოფენჰაიმში" გაუშვეს იჯარით.

"ბაიერნი" ბრემენულ კლუბს ჯერ ბუნდესლიგაში, 20 აპრილს, საკუთარ მოედანზე შეხვდება, ხოლო 4 დღეში გერმანიის თასის 1/2 ფინალში "ვერდერს" ესტუმრება.


17-04-2019, 17:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0