...

გერმანიის ნაკრები კონფედერაციათა თასის გამარჯვებულია!

სანქტ-პეტერბურგში გერმანული ფეხბურთის ზეიმი გაგრძელდა! 21 წლამდელთა ნაკრების წარმატების შემდეგ გერმანიის ეროვნულმა გუნდმა კონფედერაციათა თასის ფინალში, ურთულეს ბრძოლაში, ჩილეს ნაკრები 1:0 დაამარცხა!

ჯგუფური ეტაპის მატჩის მსგავსად ჩილელებმა სანქტ-პეტერბურგშიც აქტიურად დაიწყეს და საწყისი 20 წუთი ძალიან აგრესიულად, თამამად მოქმედებდნენ. უკვე დებიუტშივე ალექსის სანჩესის კარგი პასით საჯარიმოში არანგისი შეიჭრა, რომელიც ანტონიო რუდიგერმა შეაჩერა, მაგრამ ეპიზოდი ვიდალის დარტყმით და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სეივით დასრულდა. მოგვიანებით არტურო ვიდალის შორეულ დარტყმულს სანჩესმა ძალიან ცუდად დაამატა, არადა სამხრეთ ამერიკელებს მორიგი რეალური შანსი ჰქონდათ. ძალიან კარგად გამოიყურებოდა ჩილელთა მარჯვენა მცველი მაურისიო ისლა, რომელიც შეტევაში ხშირად ერთვებოდა. თუმცა შეხვედრის 20-ე წუთზე მარსელო დიასმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი პირდაპირ საჯარიმოს ხაზთან დაკარგა. ამით ტიმო ვერნერმა ისარგებლა და ცარიელ კართან ლარს შტინდლს დაუგორა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ "ბუნდესნაკრებმა" ჩილეს ბურთი და ტერიტორია დაუთმო, საკუთარ ნახევარზე დადგა და საწყისი წუთებისგან განსხვავებით საკმაოდ კომპაქტურად, ორგანიზებულად მოქმედებდა. დარჩენილ დროში სახმრეთ ამერიკელებს მომენტი თითქმის არ ჰქონიათ, ტაიმის ბოლოს კი მიუტევებელი შეცდომა უკვე გონსალო ხარამ დაუშვა. მან ბურთი იულიან დრაქსლერს ჩააბარა, რომელიც საჯარიმოს მიუახლოვდა, რამდენიმე მცველის ყურადღება მიიქცია და მარცხნივ ლეონ გორეცკას გადააწოდა. გერმანელთა მე-8 ნომერმა ბურთი დაამუშავა, რამდენიმე წამი დაკარგა, რითიც კლაუდიო ბრავომ ისარგებლა, დარტყმის კუთხე შეამცირა და საკუთარი გუნდი უმძიმე დარტყმისგან იხსნა. საბოლოოდ 1:0 და გერმანია შესვენებაზე გამარჯვებული გავიდა.


მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა: გერმანიის ნაკრები კვლავ მეორე ნომრად მოქმედებდა და სახიფათო კონტრშეტევების იმედზე იყო. ჩილეს კი შეტევაში ძალიან უჭირდა, მაგრამ ხუან ანტონიო პიცის გუნდმა შეტევები დაახლოებით 60-ე წუთიდან გაამწვავა. ჰქონდა შანსი ალექსისს, მაგრამ მას სებასტიან რუდიმ დაუბლოკა, ედუარდო ვარგასმაც დაარტყა კარისკენ ხელსაყრელი პოზიციიდან, მაგრამ ტერ შტეგენმა იმოქმედა დამაჯერებლად. დრო გადიოდა, დაძაბულობა და ტემპერატურა კი მატულობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში გონსალო ხარამ ტიმო ვერნერს სახეში იდაყვი ჩაარტყა და მატჩის მთავარმა არბიტრმა, მილორად მაზიჩმა, მომენტი ეკრანზე განიხილა, მაგრამ მიუხედავად ყველანაირი საფუძვლისა, ჩილელი მცველი მოედნიდან არ გააგდო. მოგვიანებით ერთმანეთს იოზუა კიმიხი და არტურო ვიდალი დაუპირისპირდნენ, რაც "ბაიერნის" ქომაგებისთვის საკმაოდ არასასიამოვნო კადრი იყო.

ჩილე ცდილობდა, უტევდა, იბრძოდა, მაგრამ გერმანელები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულნი და გაძლეს. 95-ე წუთზე სანჩესმა სახიფათო ჯარიმა დაარტყა, რომელიც ტერ შტეგენმა ბრწყინვალე რეაქციით მოიგერია და მალევე მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა! გერმანიის ნაკრები პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა. იოახიმ ლიოვმა "ბუნდესთიმს" კონფედერაციათა თასი ისტორიაში პირველად მოაგებინა.


ჩილე 0:1 გერმანია

გოლი: 0:1 - შტინდლი (20').
გაფრთხილება: ვიდალი (59'), ხარა (65'), ედუ ვარგასი (75'), ბრავო (90') - კიმიხი (59'), ჩანი (90'), რუდი (90+2').

ჩილე: ბრავო - ისლა, ხარა, მედელი, ბოსეჟური - არანგისი (საგალი 81'), მარსელო დიასი (ლეანდრო ვალენსია 53'), ვიდალი - სანჩესი, ედუ ვარგასი (პუჩი 81'), პაბლო ერნანდესი.

გერმანია: ტერ შტეგენი - კიმიხი, გინტერი, მუსტაფი, რუდიგერი, ექტორი - რუდი, გორეცკა (ზიულე 90+2') - დრაქსლერი, ვერნერი (ჩანი 79'), შტინდლი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა