...

სანიოლმა ანჩელოტის გაკრიტიკება ახსნა

მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელის ახალმა ასისტენტმა, ვილი სანიოლმა, მაისის დასაწყისში გაკეთებული განცხადება გაიხსენა და კარლო ანჩელოტის გაკრიტიკების მიზეზი განმარტა.

40 წლის ფრანგმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ თავისუფალი იყო და "რეკორდმაისტერში" დაბრუნებაზე ალბათ არ ფიქრობდა, აღნიშნა, რომ იტალიელი სპეციალისტი ახალგაზრდებს ცოტა შანსს აძლევს, 33-34 წლის ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგის მოგება კი შეუძლებელია.

ივნისის ბოლოს გაირკვა, რომ სანიოლი პაპა კარლოს ასისტენტი გახდება და გერმანელმა ჟურნალისტებმა ვილის ეს საკითხი ახლა გაახსენეს, რაზეც სანიოლმა ღირსეული პასუხი გასცა.

"თითოეულ ადამიანს აქვს კრიტიკისა და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ხშირად კრიტიკა სამომავლო განვითარებისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მაშინვე, როდესაც "ბაიერნის" წინადადება მივიღე, დავთანხმდი, ბევრი არ მიფიქრია. "რეკორდმაისტერის" ზარის შემდეგ სხვა ყველა შემოთავაზება უმნიშვნელო გახდა.

ვფიქრობ, სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე", - აღნიშნა "ბორდოს" ყოფილმა თავკაცმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ვილი სანიოლი კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა