...

ჰიტცფელდი: "კლოპი ერთ მშვენიერ დღეს ბაიერნს ჩაიბარებს"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი ოტმარ ჰიტცფელდი დარწმუნებულია, რომ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ოდესღაც "რეკორდმაისტერს" აუცილებლად ჩაიბარებს.

კლოპმა 2009-2015 წლებში დორტმუნდის "ბორუსიაში" ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, საკმაოდ მწირი რესურსით "ბორუსიას" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ (2010/11, 2011/12), ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, სადაც უკვე "ბაიერნთან" დამარცხდა (1:2).

იურგენმა დორტმუნდულ კლუბში ნამდვილი ეპოქა შექმნა, რომლის განმავლობაში "ყვითლებმა" მიუნხენელებს სისხლი გაუშრეს და ბუნდესლიგაში "ბაიერნის" ღირსეული კონკურენტები გახდნენ.

თუმცა გერმანიიდან წასვლის შემდეგ იურგენმა ინგლისის პრემიერ ლიგა აირჩია და 2015 წლის შემოდგომაზე "ლივერპული" ჩაიბარა.

"კლოპი ბუნდესლიგას იცნობს. მას ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის ტიტულები არაერთხელ მოუგია. მე ველი, რომ ერთხელაც კლოპი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი გახდება.

ამავდროულად მტკიცედ მწამს, რომ ის მალე ინგლისის ჩემპიონიც გახდება. იურგენი "ლივერპულში" რაღაც განსაკუთრებულს აშენებს. მას გუნდის მოტივირება ფანტასტიკურად გამოსდის.

ვფიქრობ, კლოპი საკუთარი ავტორიტეტით კარგად სარგებლობს. ინგლისში საკუთარი თავის რეალიზება ძალიან რთულია, მაგრამ მან ეს მოახერხა", - აღნიშნა ლეგენდარულმა "გენერალმა."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ოტმარ ჰიტცფელდი იურგენ კლოპი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა