...

ტიაგო: "ბაიერნი 100%-თ ბარსასა და რეალის დონეზეა"

მიუნხენური კლუბის ცენტრალური ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" მსოფლიო ფეხბურთის ორ გრანდს: კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" ახლა არაფრით ჩამოუვარდება.

უკანასკნელი 5-7 წლის განმავლობაში ევროარენაზე სწორედ ეს სამი კლუბი დომინირებს. ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამ სამეულიდან ერთი გუნდი აუცილებლად ხვდება.

"ბარსამ" 2009, 2011 და 2015 წლებში ითამაშა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში და სამივეჯერ მოიგო. "სამეფო კლუბმა" კი იგივე წარმატებას 2014, 2016 და 2017 წლებში მიაღწია. "ბაიერნმა" კი ფინალში 2010, 2012 და 2013 წლებში ითამაშა, მაგრამ ტიტული მხოლოდ ბოლო ცდით მოიპოვა.

"მოდი შევადაროთ ეს გუნდები ერთმანეთს. მსოფლიო კლასის ვარსკვლავები "ბაიერნშიც" გამოდიან, ამ გუნდების კლასს შორის კი განსხვავება ნამდვილად არ არის. "ბაიერნი" 100%-თ "ბარსელონასა" და "რეალის" დონეზე იმყოფება.

უბრალოდ მიუნხენურ კლუბში ფეხბურთელები გასახდელში არასოდეს საუბრობენ ვარსკვლავობაზე", - აღნიშნა 26 წლის ესპანელმა.

ტიაგო ალკანტარა კატალონიის "ბარსელონას" აღზრდილია და მიუნხენურ გრანდს 2013 წლის ზაფხულში 25 მილიონ ევროდ შეუერთდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტიაგო ალკანტარა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა