...

მათეუსი: "ბაიერნმა ბორუსიას უნდა მიბაძოს"

გერმანული გრანდის ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი ლოთარ მათეუსი "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ურჩევს, რომ მათ დორტმუნდის "ბორუსიას" მიბაძონ და მთავარი აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეების სწორად განვითარებაზე გააკეთონ.

დორტმუნდის "ბორუსიამ" უკანასკნელ წლებში დიდ წარმატებას სწორედ ნიჭიერი მოთამაშეების იდეალური აღზრდით მიაღწია და ეს გეგმა დღემდე უცვლელია.

"მიუნხენის "ბაიერნმა" მაგალით დორტმუნდის "ბორუსიას" სატრანსფერო პოლიტიკისგან და სტრუქტურიდან უნდა აიღოს. "ყვითლები" საკუთარ ნიჭიერ მოთამაშეებს შესანიშნავად ავითარებენ.

მიუნხენური კლუბის წარმომადგენლებიც კარგად ხედავენ, რომ ეს სტრუქტურა ძალიან კარგად მუშაობს. ამის საუკეთესო მაგალითი ახლა იულიან ვაიგლი და უსმან დემბელე არიან.

მთავარმა მწვრთნელმა უფრო მეტად მომავალზე უნდა იფიქროს და მხოლოდ ვეტერანების იმედი არ ჰქონდეს. დროა კარლო ანჩელოტიმ გამოცდილი მოთამაშეები ახალგაზრდა ტალანტებით ჩაანაცვლოს", - აღნიშნავს ლოთარ მათეუსი.

"რეკორდმაისტერის" რიგებში ახლა არაერთი ნიჭიერი მოთამაშეა, მათ შორის იოზუა კიმიხი, სებასტიან რუდი, რენატუ სანჩეში, კორენტ ტოლისო, კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ლოთარ მათეუსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა