...

ტიაგო: "ანჩელოტის კრიტიკა? ეს სრული სისულელეა"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიიჩნევს, რომ გასული სეზონის შემდეგ კარლო ანჩელოტის გაკრიტიკება სრული სისულელეა.

57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "რეკორდმაისტერი" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და სადებიუტო კამპანიაში მხოლოდ ბუნდესლიგის ტიტული მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი მეოთხედფინალში მადრიდის "რეალთან" დამარცხდა, ხოლო გერმანიის თასზე ნახევარფინალში - დორტმუნდის "ბორუსიასთან."

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი და დაცვის ლიდერი მატს ჰუმელსი დაემტვრა.

"პერიოდულად ფანტასტიკურ ფეხბურთს ვაჩვენებდით და საბოლოოდ, არასწორი გადაწყვეტილებების გამო დავიჩაგრეთ.

ანჩელოტისადმი მიმართული კრიტიკა კი სრული სისულელეა! ამის უბრალოდ არ მესმის, რადგან მან ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი გამოწურა", - განაცხადა ტიაგომ.

26 წლის ესპანელმა ყურადღება გაამახვილა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაზე, როდესაც მადრიდში ვიქტორ კაშაიმ "ბაიერნის" საწინააღმდეგოდ საკმაოდ უხეში შეცდომები დაუშვა და ამან საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტიაგო ალკანტარა კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა