...

ანჩელოტი: "ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, იტალიურ გამოცემა "Corriere dello Sport-თან" საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა და რამდენიმე თემას შეეხო.

"ვოცნებობ, რომ ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოვიგო. თუმცა ეს ტურნირი, რამდენიმე მიზეზის გამო, ამჯერად უფრო რთული მოსაგები იქნება. დიდი ინგლისური კლუბები: "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრუნდებიან. აგრეთვე "ბარსელონა" და "ბაიერნი" ეცდებიან ტიტულის დაბრუნებას. "იუვენტუსი" ძალიან მონდომებული იქნება რამდენიმე ფინალის წაგების შემდეგ. მადრიდის "რეალი" ჰეთ-თრიქს დაუმიზნებს. ამასთან ერთად, "პსჟ-ც" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემი აზრით, მინიმუმ ნახევარფინალში გავა.

მოედნის ცენტრალურ ნაწილში კორენტინ ტოლისო დავიმატეთ, რომელიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და აგრეთვე სებასტიან რუდი. ტოლისო ჩვენს თამაშს დინამიკას შემატებს. მას შეუძლია, რომ სამსაყრდენიან ტაქტიკასაც მოერგოს. კორენტინი ვიდალს წააგავს. მისნაირი მოთამაშეები ძალიან მომწონს.

მარკო ვერატის სატრანსფერო საგა? არ გამიკვირდება, რომ საბოლოოდ "პსჟ-ში" დარჩეს. ვფიქრობ, ის საფრანგეთში ბედნიერია", - განაცხადა 57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

ლეგენდარულ პაპა კარლოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული სამჯერ აქვს მოგებული. ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ "მილანში" (2003 და 2007 წლებში), ერთხელ კი მადრიდის "რეალში" (2014) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი ოთხჯერ არცერთ მწვრთნელს არ მოუგია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა