...

ბაიერნს რამდენიმე ლიდერი შეუერთდა

კარლო ანჩელოტის გუნდმა დღეს მორიგი ვარჯიში ჩაატარა და ამჯერად "ბაიერნის" სავარჯიშო ბაზაზე უფრო მეტი ფეხბურთელი იმყოფებოდა - შვებულებიდან რამდენიმე ლიდერი დაბრუნდა.

ზებენერ შტრასზე დაახლოებით 1 თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ დავიდ ალაბა, რაფინია, ტიაგო ალკანტარა, რობერტ ლევანდოვსკი და აგრეთვე პირველი ვარჯიში ჩაატარა ახალწვეულმა კორენტინ ტოლისომ, რომლის წარდგენაც შუადღეს გაიმართა.

დაბრუნებულმა ლიდერებმა ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, შემდეგ კი მოედანზე გავიდნენ და ძირითადად ბურთზე იმუშავეს. ტოლისომ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და აშკარაა, რომ 22 წლის ფრანგს ბურთთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშებს 28 წლის გერმანელი გოლკიპერი სვენ ულრაიხი დაუბრუნდა, რომელმაც სეზონის ბოლოს ტრავმა მიიღო და 2 თვის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფებოდა.

არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი კი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდნენ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა