...

ტოლისოს პრეზენტაციაზე კურიოზი დაფიქსირდა

მიუნხენის "ბაიერნმა" 22 წლის ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო გუშინ პრესის წინაშე ოფიციალურად წარადგინა და მის პრეზენტაციაზე ერთი კურიოზიც დაფიქსირდა.

უნიჭიერესმა ფრანგმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან ბევრი ისაუბრა, მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება მისმა ნაიკის სპორტულმა მიიქცია და ეს დეტალი არც "Bild-ს" ფოტოგრაფებს გამოპარვიათ.


რა არის ამაში გასაკვირი? არც არაფერი, უბრალოდ მიუნხენური გრანდის სპონსორი ნაიკის მთავარი კონკურენტი და ერთ-ერთ უძლიერესი გერმანული სპორტული ფირმა ადიდასია.

"ბაიერნის" ადიდასის წითელი მაისურის ქვევით ნაიკის სპორტული ცოტათი ცუდად ჩანდა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ რამ "რეკორდმაისტერის" ისტორიაში პირველად არ მომხდარა.

2013 წლის ზაფხულში "ბაიერნმა" უნიჭიერესი გერმანელი შემტევი მარიო გიოტცე წარადგინა, რომელიც პრეზენტაციაზე ნაიკის თეთრი მაისურით გამოჩნდა და ამან ადიდასის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.


"მარიო გიოტცეს პრეზენტაციის ფოტოებმა ცოტათი გაგვაოცა. კონტრაქტს რა თქმა უნდა არაფერი ემუქრება და ადიდასი კვლავ მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური პარტნიორია", - აღნიშნა მაშინ ბრენდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

კორენტინ ტოლისოს ამ პატარა კურიოზს ჯერ არანაირი ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
კორენტინ ტოლისო
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა