...

უეფამ რეიტინგი განაახლა: ბაიერნი მეოთხეა!

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებასთან ერთად უეფამ საკლუბო რეიტინგი განაახლა და სიის ზედა ნაწილში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

მიუნხენის "ბაიერნი" 2015/16 წლების სეზონის მონაცემებით უეფას რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ახლა კი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა და წინ ესპანური კლუბები: მადრიდის "ატლეტიკო" და კატალონიის "ბარსელონა" გაუშვა.

მეორე ადგილი დიეგო პაბლო სიმეონეს გუნდმა მოიპოვა, ხოლო "ბლაუგრანა" მესამე პოზიციას დასჯერდა. ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ფინალისტი ტურინის "იუვენტუსი" მხოლოდ მე-5 ადგილს იკავებს, მაგრამ ყოველი ახალი რეიტინგის შედგენისას უეფა ითვალისწინებს უკანასკნელი 5 სეზონის მონაცემებს და არამხოლოდ კონკრეტულად წინა კამპანიის.

ათეულში მიუნხენური გრანდის გარდა კიდევ ერთი გერმანული კლუბი - დორტმუნდის "ბორუსია" მოხვდა, რომელიც მე-8 ადგილს იკავებს და წინა რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით დაიხია უკან.

პირველ ადგილს კი უკვე 4 წელია მადრიდის "რეალი" იკავებს. ზინედინ ზიდანის გუნდმა გასულ სეზონში ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ქართულ კლუბებს შორის ყველაზე მაღალ პოზიციას (217) ისევ თბილისის "დინამო" იკავებს.

2017 წლების მონაცემებით უეფას საკლუბო რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. რეალი (ესპ) - 151.799 ქულა
2. ატლეტიკო (ესპ) - 133.799 ქულა
3. ბარსელონა (ესპ) - 128.799 ქულა
4. ბაიერნი (გერ) - 122.656 ქულა
5. იუვენტუსი (იტა) - 119.049 ქულა.
6. სევილია (ესპ) - 109.799 ქულა
7. პსჟ (საფ) - 103.249 ქულა
8. დ.ბორუსია (გერ) - 95.656 ქულა
9. მანჩესტერ სიტი (ინგ) - 94.363 ქულა
10. ბენფიკა (პორ) - 87.783 ქულა

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა