...

მათეუსი: "ხამესი ძალიან ნაყოფიერი მოთამაშეა"

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, ხამეს როდრიგესის ტრანსფერი შეაფასა.

"რეკორდმაისტერმა" 26 წლის კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი მადრიდის "რეალიდან" 2 წლიანი იჯარის წესით დაიმატა და სურვილის შემთხვევაში მისი გამოსყიდვის უფლება 40 მილიონად ექნება.

"თუ ბოლო თვეებს გადავხედავთ, როდესაც ხამესი მადრიდის "რეალის" ძირითადში აღარ თამაშობდა, ვერ ვიტყვით, რომ ის საერთოდ გარიყული იყო. როდრიგესი საკმაოდ ნაყოფიერი მოთამაშეა.

ის არის ფეხბურთელი, რომელიც ქმნის საგოლე მომენტებსა და გოლებს. შესაძლოა ის არ იყოს ყველაზე სწრაფი მოთამაშე, მაგრამ კარგი მოედნის ხედვისა და ინტელექტის წყალობით საკმაოდ სხარტად მოქმედებს.

თომას მიულერისთვის ეს ნამდვილად არ არის კარგი ტრანსფერი, რადგან ახლა მისთვის კონკურენცია უფრო სერიოზული ხდება. როდრიგესი ყველაზე კარგად სწორედ იმ პოზიციაზე გამოიყურება, რომელიც თომასისთვისაც პრიორიტეტულია", - განაცხადა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ლოთარ მეთეუსი ხამეს როდრიგესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა