...

ხამესი: "აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი"

დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში "ალიანს არენაზე" ხამეს როდრიგესის პრეზენტაცია მიმდინარეობდა და 26 წლის კოლუმბიელმა ჟურნალისტების კითხვებს ვრვლაც გასცა პასუხი.

"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ "ბაიერნთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ. აქ იმისათვის მოვედი, რომ ტიტულები მოვიგო და გუნდს დავეხმარო.

კარლო ანჩელოტისთან ერთად მადრიდის "რეალში" ვმუშაობდი და ის სეზონი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული იყო.

მიუნხენი დიდებული ქალაქია, განსხვავებული კულტურითა და ენით. გერმანულის სწავლას რა თქმა უნდა ვეცდები.

მადრიდის "რეალში" დაბრუნება? ესპანური გრანდის კარები ღიაა.

10 ნომრიანი მაისური? არა. ეს ნომერი უკვე დაკავებულია და ამას პატივს ვცემ. ადიდასთან ჯერ არანაირი მოლაპარაკება არ მქონია, მაგრამ მშვიდად მივიღებ იმ ნომერს, რომელსაც მომცემენ.

"რეალიდან" "ბაიერნში" გადმოსვლით უკან ნამდვილად არ გადამიდგამს ნაბიჯი. უბრალოდ ეს სხვა გზაა, რომელიც ტიტულებამდე მიმიყვანს. მიუნხენის "ბაიერნიც" ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ბუნდესლიგა საკმაოდ მიმზიდველი ჩემპიონატია. ბავშვობაში "ბაიერნის" თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი, რადგან ეს ძალიან დიდი კლუბია და ყოველთვის მაინტერესებდა.

ახლა ბინას ვეძებ. ჩემი ოჯახი კვლავ კოლუმბიაშია და მაშინ ჩამოვლენ, როდესაც რაიმეს ვიპოვი."


ხამეს როდრიგესი მიუნხენურ კლუბში 11 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც დუგლას კოშტას წასვლის შემდეგ გათავისუფლდება. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ხამეს როდრიგესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა