...

ოფიციალურად: კოშტა იუვენტუსის ფეხბურთელია

ტურინის "იუვენტუსმა" დუგლას კოშტას ტრანსფერი მიუნხენის "ბაიერნიდან" ოფიციალურად დაადასტურა! 26 წლის ბრაზილიელი იტალიაში მომდევნო სეზონს ჩაატარებს.

"რეკორდმაისტერი" და "ბებერი ქალბატონი" დუგლას კოშტას ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ, რომლის სანაცვლოდ გერმანული გრანდი 6 მილიონ ევროს მიიღებს. ამავდროულად, "იუვეს" ბრაზილიელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება 40 მილიონ ევროდ.

დუგლას კოშტა მიუნხენურ გრანდს 2015 წლის ზაფხულში დონეცკის "შახტარიდან" 30 მილიონ ევროდ შეუერთდა და შთამბეჭდავი პირველი სეზონი ჩაატარა. თუმცა გასულ კამპანიაში ბრაზილიელმა საგრძნობლად მოუკლო, ძირითადში ადგილი დაკარგა და სათამაშო პრაქტიკას მოკლებულმა "ბაიერნზე" გული აიცრუა.

"მინდა, რომ დუგლასს საკუთარი ასპარეზობის გამო მადლობა გადავუხადო. ორი წარმატებული წლისა და ოთხი ტიტულის შემდეგ ახალი გამოწვევის მიღება მისი დიდი სურვილი იყო. ჩვენც მისი თხოვნა გავითვალისწინეთ, ახლა კი კოშტას და მის ოჯახს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ იტალიაში", - აღნიშნა "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

თავად ბრაზილიელი კი "იუვენტუსში" გადასვლით მოხარულია: "მიხარია, რომ აქ გადმოვედი და ამ კლუბის ნაწილი გავხდი. მინდა, რომ "ბაიერნის" მსგავსად, გუნდს განვითარებაში დავეხმარო. მიუნხენში კარგი პერიოდი გავატარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტურინში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემიძლია."

დუგლასმა "ბაიერნის" მაისურით სულ 77 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "რეკორდმაისტერთან" ერთად ოთხი ტიტული მოიგო: ორი ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
დუგლას კოშტა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
arjen robben
arjen robben | 12 ივლისი 2017 22:32
ეს ყველაზე უინტელექტო, უაზრო და ქაოსური მოთამაშე ნახე რა დღეშია..წარმატებები შენ შემოგევლე, ეს თუ ბაიერნმა დაიბრუნა უკან არვიცი რაა, მინიმუმ ამის გოლებს არ ავგნიშნავ ბაიერნის მაისურით.(ეს ხუმრობით):დ ერთი კაი სიტყვა არ წამოსცდეს თავის ყოფილ გუნდზე და გუნდზე ვის საკუთრებაშიცაა ამჯამად..სხვათაშორის დაკვირვებული ვარ და მაგრად ვიბოღმები ხოლმე როცა ფეხბურთელი მაგალითად ხამესი როგორ დაემშვიდობა რეალს, რგორი სიტყვებით...ვერ დავიჯერებ დუგლაშ კოშტასთვის ბაიერნში თამაში ისეთივე საამაყო არაა როგორც თუნდაც ხამეისითვის რეალში თამაში..
riberry
riberry | 13 ივლისი 2017 01:41
2 წლიანი არა 1 წლიანი იჯარითაა იუვეში
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა