...

ხამესი და ტოლისო დებიუტისთვის ემზადებიან

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე 5 კვირით ადრე მიუნხენური კლუბი ზაფხულის პირველ ტესტ-ტურნირს ჩაატარებს და ხვალ საღამოს ტელეკომის თასზე იასპარეზებს.

ტელეკომის თასის რიგით მე-9 გათამაშება ამჯერად ზაფხულში გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას 4 გუნდი იღებს და თითო შეხვედრა 45 წუთს გრძელდება.

მთელი ამხანაგური გათამაშება "ბორუსია პარკზე" ხვალ გაიმართება. ჩვენი დროით 16:00 საათზე "მ.ბორუსია" ბრემენის "ვერდერს" შეხვდება, 17:15 საათზე კი მიუნხენური გრანდი "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება. 18:30 საათსა და 19:45 საათზე, შესაბამისად, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი დაიწყება.

დღეს "რეკორდმაისტერის" მოთამაშეებმა ტელეკომის თასის წინ უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარეს და ვეტერანი გოლკიპერი ტომ შტარკე მშვენიერ განწყობაზეა. "იქ მოსაგებად მივდივართ", - მოკლედ აღნიშნა შტარკემ, რომელიც მანუელ ნოიერისა და სვენ ულრაიხის არყოფნაში, მიუნხენელთა კარს დაიცავს.

მეკარეებთან ერთად "ბაიერნს" ტრავმირებული ჟერომ ბოატენგი და არიენ რობენიც ვერ დაეხმარებიან. სამაგიეროდ ახალწვეულები: კორენტინ ტოლისო და ხამეს როდრიგესი კარლო ანჩელოტის განკარგულებაში არიან და დებიუტისათვის ემზადებიან.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა