სანჩეში კოვაჩი საერთოდ არ მელაპარაკება

სანჩეში კოვაჩი საერთოდ არ მელაპარაკება

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, რენატუ სანჩეშმა, კიდევ ერთხელ აღიშნა, რომ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

"მთავარი მწვრთნელი საერთოდ არ მელაპარაკება, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის მწვრთნელია, მე მოთამაშე და მის აზრს პატივს ვცემ. უბრალოდ ვმუშაობ და ვვარჯიშობ.

ხუთი წუთი სათამაშო დრო საკმარისი არ არის. ჩემმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელმა იციან, რომ ბევრს ვშრომობ, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მოედანზე გასასვლელად მუდმივად მზად ვიყო.

მომავალი კლუბში? არ ვიცი რა არის უკეთესი - ჩემი იჯარით გაშვება და საერთოდ გაყიდვა. ამას სეზონის ბოლოს გადავწყვეტ.

საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, როდესაც მოედანზე გავდივარ თავს კარგად ვიჩენ, უბრალოდ კიდევ ერთ შანსს ველოდები.

ახლა 21 წლის ვარ და წინ კიდევ 15 წელი მაქვს კარიერაში. ახლა შესაძლოა მიჭირს, მაგრამ მომავალში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს", - განაცხადა 21 წლის პორტუგალიელმა.

21 წლის რენატუ სანჩეში "რეკორდმაისტერმა" გასული წლის ზაფხულში იჯარიდან დაიბრუნა, მაგრამ რენატუმ ვერც ამ სეზონში მოახერხა თავის წარმოჩენა.

სანჩეშის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 23 მატჩი, 1 გოლი და 2 ასისტია.


22-04-2019, 19:34
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0