...

ბაიერნმა ჰოფენჰაიმი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

ტელეკომის თასის ნახევრფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" "ბორუსია პარკზე" "ჰოფენჰაიმი" დამაჯერებელი, ლამაზი თამაშის ფონზე მინიმალურად (1:0) დაამარცხა და ფინალში გავიდა.

კარლო ანჩელოტიმ 4-2-3-1 განლაგება აირჩია და ახალწვეულ კორენტინ ტოლისოს პირველი შანსი მისცა. ხამეს როდრიგესი კი სათადარიგო სკამზე დარჩა. ძირითადში დასვენებული რაფინია, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, ფრანკ რიბერი და რობერტ ლევანდოვსკიც მოხვდნენ.

"რეკორდმაისტერმა" თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ძალიან ლამაზი ბურთი გაიტანა. ტოლისომ მარცხენა ფრთაზე ძალიან გრძელი და ზუსტი პასი გააკეთა. ბურთს ხუან ბერნატი დაეწია და უკან რიბერის დაუგორა. ფრანკმა რამდენიმე ცრუ მოძრაობით ერთი მეტოქე ჩამოიტოვა, ისევ ბერნატს დაუბრუნა, ესპანელმა მცველმა კი საჯარიმოში ჩაატრიალა და რობერტ ლევანდოვსკიმ ნახტომში ბრწყინვალე გოლი გაიტანა - 1:0!


უპირატესობის მოპოვების შემდეგ "ბაიერნმა" მატჩზე სრული კონტროლი დააწესა და ბურთს შესანიშნავად აკონტროლებდა. მიუნხენელები მშვენიერ კომბინაციებს ათამაშებდნენ და ორივე ფლანგი აქტიური იყო. განსაკუთრებით მონდომებული კინგსლი კომანი გახლდათ, რომელმაც "ჰოფენჰაიმის" ახალწვეული ნიკოლას შულცი გააწამა. კომანმა "სოფლელების" მარცხენა მცველი რამდენიმეჯერ გააბითურა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"რეკორდმაისტერს" გოლის გატანას რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა. ტიაგო ალკანტარამ თავით მიულერის ჩაწოდების შემდეგ ძელს გაარტყა; ტიაგო ალკანტარამ ჩინებული სოლორეიდი განახორციელა და ლევანდოვსკის დაუგორა, რომელმაც ქუსლით მიულერს დაუტოვა და თომასს საოცარი ბურთი აუღო "ჰოფეს" კიპერმა, კობელმა. მოგვიანებით გატანა ტოლისოსაც შეეძლო, მაგრამ მასაც კობელმა აუღო.

საბოლოოდ 1:0 და "ბაიერნი" ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ჩვენი დროით 19:45 საათზე დაიწყება, ბრემენის "ვერდერს" შეხვდება. ბრემენელებმა "მ.ბორუსია" პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხეს.

ახალწვეულ კორენტინ ტოლისოზე უნდა ითქვას, რომ ნორმალური მატჩი ჩაატარა. მან ორი ბრწყინვალე გრძელი პასი გააკეთო, მაგრამ ამავდროულად ბურთი სამჯერ დაკარგა, მიიღო გაფრთხილება და იყო საშიშროება, რომ მეორე ყვითელი ბარათიც მიეღო. თუმცა საბოლოო ჯამში 22 წლის ფრანგმა სადებიუტო შეხვედრა წარმატებით ჩაატარა.

ბაიერნი 1:0 ჰოფენჰაიმი

გოლი: 1:0 - ლევანდოვსკი (7').
გაფრთხილება: ტოლისო, ბერნატი - შალაი

ბაიერნი: შტარკე - რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი, ბერნატი - ტოლისო, ტიაგო - კომანი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

ჰოფენჰაიმი: კობელი - კადრჟაბეკი, ნორდტვეიტი, ფოგტი, ჰუგმა, შულცი - ზუი, პოლანსკი, რუპი - უტი, შალაი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტელეკომის თასი 2017
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა