...

ბაიერნი ტელეკომის თასის გამარჯვებულია

მიუნხენურმა გრანდმა ტელეკომის თასის ფინალში ბრემენის "ვერდერი" მარტივად, 2:0, დაამარცხა და ამხანაგური ტურნირის ჩემპიონი გახდა.

კარლო ანჩელოტიმ ფინალური შეხვედრისთვის 4 ცვლილება განახორციელა. ტიაგო ალკანტარამ, კორენტინ ტოლისომ, ფრანკ რიბერიმ და რობერტ ლევანდოვსკიმ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლეს. ძირითადში კი დავიდ ალაბამ, მილოშ პანტოვიჩმა, ხამეს როდრიგესმა და ფრანკ ევინამ დაიწყეს. იტალიელმა სპეციალისტმა განლაგებაც შეცვალა და უნივერსალური ხავი მარტინესი მოედნის ცენტრში აწია, ხოლო მისი ადგილი ალაბამ დაიკავა.

თამაში ნელ ტემპში დაიწყო და "რეკორდმაისტერმა" ბურთი მე-13 წუთზე გაიტანა. რაფინიამ და ხამესმა მარჯვენა ფრთაზე კედელი გაითამაშეს, ბრაზილიელმა საჯარიმოსთან მიულერს დაუგორა, რომელმაც ელეგანტური მოძრაობით მცველი ჩამოიტოვა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში მოჭრა. ძალიან პატარა რიკოშეტის შედეგად ბურთი ბრემენელთა კარში აღმოჩნდა. "ვერდერი" ცდილობდა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მე-20 წუთის ანჩელოტიმ თამაშში ახალგაზრდა უკანა ხაზელები: მარკო ფრაიდლი და ფელიქს გიოტცე, აგრეთვე ტოლისო ჩართო.


საბოლოოდ "ბაიერნმა" საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანა და მიულერის ფანტასტიკური ქუსლით პასით ხუან ბერნატმა მეორე გოლიც გაიტანა. "რეკორდმაისტერის" კაპიტანი მოედანზე საუკეთესო იყო, ხამეს როდრიგესმა კი ორივე საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა. 26 წლის კოლუმბიელს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ეს მისი პირველი 45 წუთი იყო, ამიტომ ძალიან მკაცრადაც ნუ შევაფასებთ. როდრიგესმა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე იმოქმედა, მაგრამ თავისუფლად მოძრაობდა და ცენტრისკენაც ხშირად იწევდა.

პირველი ტესტი "ბაიერნმა" ჩააბარა და ტელეკომის თასის ამხანაგური ტურნირი გაშვებული გოლის გარეშე დამაჯერებლად მოიგო. თომას მიულერმა კი "ვერდერთან" მართლაც შესანიშნავად იასპარეზა და სასიამოვნო, რომ გერმანელი ახალი სეზონისთვის მზადებას კარგ ფორმაში იწყებს.

ვერდერი 0:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 - მიულერი (13'), 0:2 - ბერნატი (34').

ბაიერნი: ფრიუხტლი - რაფინია (გიოტცე 21'), ჰუმელსი, ალაბა, ბერნატი - მარტინესი (ტოლისო 21'), პანტოვიჩი - ხამესი, მიულერი, კომანი (ფრაიდლი 21') - ევინა.

ვერდერი: ზეტერერი - გებრე სელასიე, ბაუერი, ვერლაატი, კალდიროლა, აუგუსტინსონი - დელაინი, ეგეშტაინი, გონდორფი - ბარტელსი, კრუზე.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტელეკომის თასი 2017
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა