...

რუმენიგე: "მილანი სანჩეშით ინტერესდება"

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ სპორტულ გამოცემა "Sport1-თან" რამდენიმე საინტერესო და აქტუალურ თემაზე ისაუბრა.

პირველ რიგში რუმენიგე რენატუ სანჩეშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და პორტუგალიელისადმი "როსონერის" ინტერესი დაადასტურა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ "მილანი" რენატუ სანჩეშით ინტერესდება.

ჩემი აზრით, იტალიური კლუბი არ არის მზად იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ამიტომ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დასრულებას ვეცდებით", - აღნიშნა კალე რუმენიგემ.

ლეგენდარულმა გერმანელმა ალექსის სანჩესის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბაიერნი" ჩილელი შემტევით აღარ ინტერესდება: "არ ვიცი ალექსისმა როდის რა თქვა, მაგრამ ჩვენ ამ საქმეში აღარ ვართ ჩარეული."

მიუნხენელები ალექსისით სერიოზულად ინტერესდებოდნენ, მაგრამ "არსენალმა" ძალიან დიდი თანხა მოითხოვა, "ბაიერნმა" კი საბოლოოდ ხამეს როდრიგესი გადაიბირა.

"რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა თომას მიულერიც გაამხნევა: "თომას მიულერი გასულ სეზონში ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ახლა სწორ გზას ადგას."

28 წლის გერმანელმა შემტევმა სუსტი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ტელეკომის თასის ფინალში, ბრემენის "ვერდერთან" (2:0), შესანიშნავად ითამაშა და მინდორზე საუკეთესო იყო.

61 წლის გერმანელი კარლო ანჩელოტის მომავალს პოზიტიურად აფასებს: "კარლო ანჩელოტი ახლა მეორე სეზონის იუპ ჰაინკესს მაგონებს." დონ იუპის გუნდმა სადებიუტო სეზონში (2011/12) ყველა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, სამაგიეროდ მომდევნო კამპანიაში ტრებლი გაიფორმა.

ბოლოსკენ კი რუმენიგემ აზიის ტურნეზეც ისაუბრა. მიუნხენური გრანდი ჩინეთში ლონდონის "არსენალსა" (19 ივლისი) და "მილანს" (22 ივლისი) დაუპირისპირდება, შემდეგ კი - სინგაპურში ლონდონის "ჩელსისა" (25 ივლისი) და მილანის "ინტერს" (27 ივლისი).

"ამ მოგზაურობას ორი მიზანი აქვს: პირველ რიგში, სპორტული - სეზონის მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს და ოთხ საკმაოდ სახელოვან მეტოქეს დავუპირისპირდებით.

ამავდროულად, გვაქვს მარკეტინგული გათვლებიც, რომლებზეც ბოლო წლებში სერიოზულად ვმუშაობთ. გასულ წელს ამერიკაში ვიყავით, ახლა კი ჩინეთის ჯერი მოვიდა."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა