ოლიჩი ბაიერნი კოვაჩთან ერთად ბევრ ტიტულს მოიგებს

ოლიჩი ბაიერნი კოვაჩთან ერთად ბევრ ტიტულს მოიგებს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ივიცა ოლიჩმა, თავის თანამემამულე ნიკო კოვაჩზე ისაუბრა.

"ნიკომ დაიმსახურა, რომ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იყოს. დარწმუნებული ვარ, კლუბი მისი ხელმძღვანელობით ბევრ ტიტულს მოიგებს.

გაიხსენეთ როგორ უიმედო მდგომარეობაში იყო "აინტრახტი", როდესაც გუნდი მან ჩაიბარა. მან შეუძლებელი შეძლო და საბოლოოდ, "აინტრახტმა" გერმანიის თასი მოიგო", - განაცხადა ოლიჩმა.

47 წლის სპეციალისტმა ფრანკფურტის "აინტრხტში" გაითქვა სახელი. ნიკომ "არწივები" 2016 წლის მარტში ჩაიბარა და გუნდი ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.

უკვე მომდევნო სეზინში ნიკომ "აინტრახტი" მე-11 ადგილზე გაიყვანა და გერმანიის თასის ფინალშიც ითამაშა. გასულ სეზონში კი კოვაჩის გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და გერმანიის თასიც მოიგო - ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" 3:1 დაამარცხა.

ივიცა ოლიჩი "ბაიერნის" ღირსებას 2009-12 წლებში იცავდა და 80 თამაშში 23 გოლის გატანა მოახერხა.


23-04-2019, 18:03
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0