...

ბაიერნი არსენალთან პენალტების სერიაში დამარცხდა

მიუნხენის "ბაიერნმა" აზიური ტურნე არც თუ ისე კარგად დაიწყო - შანხაიში "რეკორდმაისტერი" ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდა და მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა, შეხვედრა პენალტების სერიაში წააგო.

კარლო ანჩელოტიმ ოპტიმალური სასტარტო თერთმეტეული შეარჩია. ხავი მარტინესმა კვლავ მოედნის ცენტრში ითამაშა, მისი ადგილი კი დაცვაში დავიდ ალაბამ დაიკავა. რობერტ ლევანდოვსკის უკან კი ხამესი, მიულერი და რიბერი მოქმედებდნენ. გერმანელებმა აქტიურად დაიწყეს და მარცხენა ფლანგი ეგრევე ჩაერთო საქმეში.

რიბერიმ და ბერნატმა ახალგაზრდა ნილსი აიკლეს. პირველი საგოლე მომენტი სწორედ 34 წლის ფრანგის გარღვევას მოჰყვა, რომელმაც საჯარიმოში ხამესს ჩაუწოდა. კოლუმბიელმა ბურთი მკერდით ჩამოიღო, ახლო კუთხეში დაარტყა, მაგრამ ააცილა. მალევე ფლანგზე უკვე ბერნატი გაიჭრა, ბოლომდე იბრძოლა და საჯარიმოში შეღწეულმა პენალტი მოიპოვა. ბურთთან რობერტ ლევანდოვსკი მივიდა და თერთმეტმეტრიანი დამაჯერებლად გამოიყენა - 1:0!

"მეთოფეებს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. დენი უელბეკმა საჯარიმოში მარტოდ დარჩენილ მესუტ იოზილს ბრწყინვალე პასი გაუკეთა, მაგრამ გერმანელმა მომენტი უდიერად გამოიყენა და მისი რბილი დარტყმული ტომ შტარკემ მარტივად მოიგერია. იმავე იოზილის შესანიშნავი პასით კი მორიგი რეალური შანსი ახალწვეულ ალექსანდრ ლაკაზეტს ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგს ვეტერანმა შტარკემ საოცარი ბურთი აუღო. ტომმა "ბაიერნი" ორჯერ იხსნა და ორივეჯერ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.

დაახლოებით 20 წუთიანი შესვენების შემდეგ კი "ბაიერნი" ტაიმის ბოლოს კვლავ ჩაერთო თამაშში, სერიოზულად მოუმატა და რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნა. თომას მიულერის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი მონრეალს მოხვდა და ისე წავიდა კარში, მაგრამ პეტერ ჩეხმა რეაგირება მაინც მოახერხა. მორიგი შანსი ხუან ბერნატს ჰქონდა. რიბერი ახალგაზრდა ნილსს მარტივად გასცდა და ლევანდოვსკის დაუგორა, რომელმაც ქუსლით ესპანელს დაუტოვა, მაგრამ ბერნატის მარჯვენა ფეხით დარტყმული შორეულ კუთხეში ჩეხმა აიღო. ძალიან მალე რიბერის ფანტასტიკური პასის შემდეგ ხამეს როდრიგესმა მორიგი შანსი მიიღო. თუმცა ხამესის დარტყმული ახლო დისტანციიდან ჩეხმა საოცარ სტილში მოიგერია. კოლუმბიელს ტაიმის ბოლოსაც შეეძლო გატანა, მაგრამ რიბერის პასის შემდეგ მას გრანიტ ჯაკამ ააცალა ბურთი ცარიელი კარის წინ.

პირველი ნახევარი 1:0 მორჩა და "ბაიერნმა" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ფრანკ რიბერი და ხუან ბერნატი მარცხენა ფლანგზე ბრწყინავდნენ, ლევანდოვსკი-მიულერი-ხამესის ტრიო კი უფორ ცენტრიდან აქტიურობდა. შესვენებაზე ანჩელოტიმ მხოლოდ 3 ცვლილება განახორციელა. მან თამაშში ახალგაზრდა მეკარე კრისტიან ფრიუხტლი, კინგსლი კომანი და რენატუ სანჩეში ჩართო. მეორე 45 წუთი უფრო მოსაწყენი გამოდგა, რადგან გუნდებმა უამრავი ცვლილება განახორციელეს, შემადგენლობები სერიოზულად გადაახალისეს. ხამესს გოლის გატანის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჰქონდა, როდესაც ტოლისოს პასით მარჯვენა ფლანგზე კომანი გაიჭრა და ცენტრისკენ ჩააწოდა. ლევანდოვსკი ბურთს ვერ მისწვდა, ხოლო კოლუმბიელის დარტყმული ისევ ჩეხმა მოიგერია.

"ბაიერნმა" გადახალისებული შემადგენლობითაც შექმნა რამდენიმე ეპიზოდი, მაგრამ მეორე გოლი ვერაფრით გაიტანა. საბოლოოდ კი "არსენალს" გაუამართლა და მეორე ტაიმში პირველივე შანსი გამოიყენა. 94-ე წუთზე სანჩეშმა ბურთი ცენტრში დაკარგა და ალექს ივობიმ კონტრშეტევა წამოიწყო. ნიგერიელმა ბურთი რემზის გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა და იმავე ივობიმ თავით წონასწორობა აღადგინა - 1:1.

ტურნირის ფორმატის მიხედვით, მატჩისშემდგომი პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ინგლისელები უფრო ზუსტი აღმოჩნდნენ. კრისტიან ფრიუხტლმა ერთი კარგი ბურთი აიღო, მაგრამ ალაბამ, სანჩეშმა და ბერნატმა საკუთარი შანსი ვერ გამოიყენეს. "მეთოფეებმა" "საფეხბურთო ლატარეაში" 3:2 იმარჯვეს.

ბაიერნი 1:1 არსენალი (2:3 პენ.)

გოლები: 1:0 - ლევანდოვსკი (9' პენ.), 1:1 - ივობი (90+4').
გაფრთხილება: მარტინესი - კოკლენი, ელნენი, უილკოკი.

ბაიერნი: შტარკე (ფრიუხტლი 46') - რაფინია (გიოტცე 76'), ჰუმელსი, ალაბა, ბერნატი - მარტინესი (კომანი 46'), ტოლისო (დორში 75') - ხამესი (პანტოვიჩი 64'), მიულერი (სანჩეში 46'), რიბერი (ფრაიდლი 75') - ლევანდოვსკი (ვინტცჰაიმერი 64').

არსენალი: ჩეხი (ე.მარტინესი 72') - მაიტლენდ-ნილსი, ბიელიკი (ბრამალი 46'), ელნენი, მონრეალი, კოლასინაჩი (ნელსონი 43') - კოკლენი (უილკოკი 46'), ჯაკა (რემზი 62') - იოზილი (ივობი 46'), ლაკაზეტი (უოლკოტი 46'), უელბეკი (კეტია 72').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა